სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

„ამ პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა“- ხობში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გამარჯვებული პატარა ფოთის საჯარო სკოლაა
10-10-2023
-
+


მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენაზე, მათ მოტივირებასა და სხარტი აზროვნების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ხობის მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში უმასპინძლეს. ეს დღე თითოეული მათგანისთვის დაუვიწყარი იყო. ღონისძიებამ, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ხობის სკოლების მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ახალი გამოცდილება და თავდაჯერება შემატა. 

20 კითხვის შემდეგ კი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პირველ ადგილზე პატარა ფოთის საჯარო სკოლა გავიდა. გუნდის წევრები იყვნენ: ლუკა სილაგავა (კაპიტანი) - VII კლასი, ნიკოლოზ კორძაძე - VII კლასი, საბა ცხოვრებაძე -  VII კლასი, ანასტასია სარალიძე - VI კლასი, ნინო ნაცვლიშვილი - VI კლასი. მათ 77 ქულით პირველობის მოპოვება 142 წამში შეძლეს.



ხობის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 23 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 115 მოსწავლე შეეჯიბრა. გუნდურ ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე -  დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ელისო კვიკვინია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი -  ბეატრისა რუსია და ხობის საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი - კობა კობახიძე. მათ etaloni.ge-სთან კონკურისის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. კარგია, რომ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, რადგან მოსწავლეები გუნდურ მუშაობას სწავლობენ. გარდა ამისა, განათლების დონესაც იღრმავებენ. ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსაც განვუცხადეთ და ახლაც ვიმეორებ, რომ თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მომავალი თაობისთვის სასიკეთო და კარგი საქმეა. ღონისძიებას ვესწრებოდი და ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ. გამარჯვებულებმა გაიხარეს და ყველა - ბავშვები, პედაგოგები, მშობლები დამსწრე საზოგადოება, დადებითი ენერგიით დაიმუხტა“,- აღნიშნავს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე.

„გუნდურ ჩემპიონატზე მოსწავლეების მონდომება, ჟინი გამოჩნდა - სურდათ, რომ ერთმანეთს ცოდნაში შესჯიბრებოდნენ. ვფიქრობ, რომ მსგავს კონკურსებში ჩართვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი გუნდური ფორმატი ამ პროექტისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ნამდვილად მისასალმებელია. მერია უკვე წლებია, რაც „ეტალონთან“ თანამშრომლობს. მოგვწონს ინდივიდუალური და გუნდური ფორმატიც“,- განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაიამ. 

„კონკურსმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ფორმატი ყველასთვის მისაღები და კარგად ორგანიზებული იყო. მასში მოსწავლეების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. ამ პროექტს მერიაც, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს. ზოგადად, ჩვენ ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას ყოველთვის მხარს ვუჭერთ“,- აღნიშნა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ. 

„განახლებული ფორმატის ინტელექტ-ჩემპიონატს მივესალმები. მოსწავლეებისთვის, მოტივაციის ამაღლების კუთხით, ძალიან კარგი კონკურსია. ბავშვებისთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ საკითხები და კითხვები ბრწყინვალედ იყო შერჩეული. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული და კითხვებს თავი წარმატებით გაართვეს. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, რომ მომავალში მასში კიდევ უფრო დიდი ჩართულობა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა - დაინტერესება ძალიან დიდი იყო, „ეტალონს“ მივესალმებით, ძალიან ღირსეული პროექტია. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მომავალი თაობისთვის დღეს ნამდვილად აუცილებელია“,- აღნიშნა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ. 

„ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა, გუნდური ფორმატი მომეწონა. ამგვარი კონკურსები მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემია და მომავალშიც თუ გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება. გუნდურ თამაშში მოსწავლეები ერთმანეთს, ერთობლივად აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებას, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებას შეეჩვევიან“,- ამბობს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი კობა კობახიძე. 

პატარა ფოთის საჯარო სკოლაში კი გამარჯვებით ხარობენ, სკოლის დირექტორი შორენა ბართია აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან ღირებული პროექტია. 

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის „ეტალონის“ ყველა პროექტი ძალიან მოსაწონი და მისაღებია - ყოველთვის ვმონაწილეობთ. რაც შეეხება გუნდური ფორმატის ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. ზოგადად, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან ღირებული პროექტია. რასაკვირველია, პირველ ადგილზე გასვლის სურვილი გვქონდა, მოსწავლეებმაც მოინდომეს და წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი, გასახარი და საამაყოა.“

   

etaloni.ge-ს პირველი ადგილის დაკავებით გამოწვეული ემოციები გუნდის კაპიტანმა - მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა სილაგავამაც გაუზიარა. 

„სიმართლე გითხრათ, სამეულში მოხვედრას ნამდვილად ველოდით. კითხვებს სწორად ვუპასუხეთ და პირველ ადგილზე გასვლა შევძელით. ჩემთვის გუნდის კაპიტნობა საინტერესო გამოცდილება იყო. ყველა წევრი ორგანიზებული ვიყავით, თითოეული მონაწილე ძალიან ჭკვიანია. გადაწყვეტილების მიღების პროცესი საპასუხისმგებლო იყო, თუმცა კითხვებს სწრაფად ვპასუხობდით. საკითხებს რაც შეეხება, არამარტო სასკოლო პროგრამიდან, არამედ ზოგადი კითხვებიც იყო, რაც ძალიან მოგვეწონა. როდესაც თქვეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ძალიან კარგი გრძნობა იყო, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა.“


ასევე იხილეთ:

ხობის „ეტალონი გუნდი“ ცნობილია

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

რა ცვლილებები შევიდა თსუ-ს წესდებაში  - დეტალები ცნობილია

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება