სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
04-10-2023
-
+


ხობის კულტურის სახლის დიდი დარბაზი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეებს, მათ გულშემატკივრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

ხობის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 23 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 115 მოსწავლე ეჯიბრება.

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.

გუნდურ ჩემპიონატს ესწრებიან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონ ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე ბატონი დავით ბერაია,  მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ქალბატონი ელისო კვიკვინია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ბეატრისა რუსია, ხობის საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი ბატონი კობა კობახიძე. 

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამჯერად „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ერთსულოვნად ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

გამორჩეულად ორგანიზებული ღონისძიებების ტრადიციას ხობი არც ამჯერად ღალატობს - თითოეული გუნდი ერთიანი იერსახითაა ღონისძიებაზე წარმოჩენილი. მოსწავლეების, სკოლების, მათი ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღება არაფორმალური განათლებისადმი თითოეულ ფოტოზეც განსაკუთრებულად ჩანს, ადგილზე კი ღონისძიების მსვლელობას კიდევ უფრო ემოციურს, მუხტიანს და ერთიანს ხდის. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება