სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონის“ გუნდურმა ჩემპიონატმა სტარტი დმანისში აიღო
28-09-2023
-
+


თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, „ეტალონი“ ერთგულ ეტალონელებს დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ჩაატარებს.

პირველი მუნიციპალიტეტი დმანისია - საგანმანათლებლო ცენტრში, ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. 

უდავოდ საამაყოა, თითქმის ოცწლიანი ისტორიის მქონე „ეტალონი“, დღესაც, ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე, პროექტის მონაწილე ბავშვებისთვის კი ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეტალონი“, არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ფლაგმანი, მასშტაბურ და მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროექტი, ამჟამად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, საქართველოს გუნდური ჩემპიონატი „ეტალონი“, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებ-გვერდი Etaloni.ge, მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი izrune.ge, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებ-გვერდი skolamdelebi.ge, სკოლამდელი მზაობის დიდებული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ და „ქართული ენის ტესტები არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის“. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ეფუძნება „ეტალონის“ ზოგად და უკვე აპრობირებულ პრინციპებს, რაც გულისხმობს მოსწავლეთა სახალისო და მამოტივირებელი ფორმით სწავლა-განათლებით დაინტერესების პრინციპს, კითხვა-პასუხების შედგენის თანამედროვე მიდგომებს, წახალისების ფორმებს და ორიენტირებულია პოზიტიური განწყობის შექმნაზე. „ეტალონის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების გაფართოება წარმოადგენს. 

სწორედ ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებისთვის მოდიფიცირდა „ეტალონის“ მიერ წლების განმავლობაში თბილისის მაგალითზე შექმნილი „გუნდური ჩემპიონატი“, სხვადასხვა გამორჩეულ თანამოაზრე მუნიციპალიტეტთან ერთად, რომლის მიზანიცაა, სწავლისადმი მოტივაციის მატება, რაც დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებში ცოდნის საერთო დონის ამაღლებაზე.

დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის ფონზე წარიმართა: თითოეულ კითხვას ფონად გუნდის 5-მოსწავლიანი მსჯელობა გასდევს, გადაწყვეტილების მთავარი მიმღებნი კი გუნდის კაპიტნები არიან.
მოსწავლეთა საგულშემატკივროდ ცენტრში შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

ტრადიციულად, მოტივაციასა და წახალისებას ემსახურებოდა „ეტალონის“ სულისჩამდგმელისა და უცვლელი წამყვანის, გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვაც.

ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული დმანისელი მოსწავლეებიც. 

20 კითხვის შემდგომ კი შეჯიბრის სამეულიც გამოვლინდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხეს. „დმანისის ეტალონი გუნდის“ ტიტულის მფლობელი გახდა პანტიანის საჯარო სკოლა შემდეგი შემადგენლობით: ჯანან გარიბოვა - VI კლასი, შირხან შარიფოვი - VI კლასი, სარა შარიფოვა - VI კლასი, ნაილ შარიფოვი - VII კლასი და ალი ნასიბოვი - VII კლასი.  



70-70 ქულით მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ დიდი დმანისისა და განთიადის საჯარო სკოლის გუნდები. აღსანიშნავია, რომ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ 20 კითხვისათვის პასუხის გაცემას 171 წამი მოანდომა, ხოლო განთიადის საჯარო სკოლის გუნდმა - 209 წამი.

აქვე, გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებსაც - დიდი დმანისის საჯარო სკოლა: მერაბ ავალიშვილი - VII კლასი, ქეთევან გოგაშვილი - VII კლასი, ბარბარე გავაკეთაშვილი - VI კლასი, ნია ტატუაშვილი - VII კლასი და ელენე ურუმაშვილი - VII კლასი; განთიადის საჯარო სკოლა: ანდრია მენთეშაშვილი - VII კლასი, გიორგი კავლელაშვილი - VII კლასი, მარიამ ციხელაშვილი - VII კლასი, ნიკოლოზ ვათეიშვილი - VI კლასი, ნუცა კავლელაშვილი - VI კლასი. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


ფოტოალბომის სრულად სანახავად გადადით ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება