| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგობა საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო და დასაფასებელი პროფესიაა, რომელიც მუდმივად სიახლეებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებენ.
არსებობს 3 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც, ყოველდღიურად დგებიან პედაგოგები.
1. ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობა
მოსწავლეებთან ურთიერთობა არ არის მარტივი საქმე, აუცილებელია, რომ მოსწავლეები პედაგოგს ენდობოდნენ და მასთან, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეეძლოთ. ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების საჭიროებების აღმოჩენისთვის და მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების წარმოჩენისთვის აუცილებელია.
2. მშობლებთან კომუნიკაცია
სასწავლო პროცესში მშობლების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური კვლევები აჩვენებს, ის მოსწავლეები, რომლების მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, მეტად წარმატებულები არინ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იპოვონ ოქროს შუალედი და ზომიერად ჩაერიონ სასწავლო პროცესში, ამას კი სწორედ პედაგოგი არეგულირებს, რაც საკმაოდ რთული, თუმცა აუცილებელია.
3. ზეწოლა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან
მასწავლებლები ხშირად განიცდიან ზეწოლას სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, რათა შეიმუშაონ სწავლების ახალი სტრატეგიები, გზები და გააუმჯობესონ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. სკოლის მთავარი ინტერესია, საუკეთესო მოსწავლეები აღზარდონ და სხვა სკოლებს კონკურენცია გაუწიონ. გავლენის ქვეშ მოქცეული მასწავლებლებისთვის, საკმაოდ რთულია ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, როგორც თავად სურთ და როგორც საჭიროა მოსწავლეებისთვის.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას