სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დანგრეულ სკოლასთან მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს - „წლებია მშენებლობას ველით“...
15-09-2023
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ეს დღე საზეიმო ღონისძიებით არ დაწყებულა თბილისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. 2023-2024 სასწავლო წლის პირველი დღე ამ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის აქციით დაიწყო.

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა!“ - ეს არის აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა. 


მშობლები და მოსწავლეები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა.

„მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია, მე-10, 113-ე, 11-ე, 14-ე საჯარო სკოლა, ბავშვებს სხვა სკოლებში მიკედლება და მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით სწავლება უწევთ, რაც მათი განათლების ხარისხს მკვეთრად აუარესებს“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სკოლის პროექტებს აჩვენებდნენ, დღემდე მშენებლობა არ დაწყებულა.

„ვაპროტესტებთ, რომ ამდენი წელი სკოლის მშენებლობას ველოდებით. პანდემიის პერიოდში გვითხრეს, რომ სკოლას დაანგრევდნენ, გვეგონა, იმ პერიოდს გამოიყენებდნენ, მაგრამ არ გამოუყენებიათ, პანდემიის დასრულების შემდეგ, გვეგონა, რომ რაღაც დაიწყებოდა, სხვათა შორის, პროექტებს, მაკეტებს გვაჩვენებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, არაფერი აშენებულა. როგორც კი აქცია დაანონსდა, დირექტორებმა მასწავლებლებზე, მშობლებზე დაიწყეს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი დღევანდელი აქციისთვის“, - განაცხადა მშობელმა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება