სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ შეიძლება გაატარონ მასწავლებლებმა შვებულების ბოლო დღეები? 
26-08-2023
-
+


სასკოლო არდადეგები დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, მოდის დრო, როდესაც მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლას უნდა დაუბრუნდნენ და რუტინაში ჩაებან. 

სანამ შვებულების ბოლო დღეები ამოიწურება, მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაისვენოთ და ენერგიის აღდგენაზე იზრუნოთ. ერთ-ერთი ბლოგერი, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, პედაგოგებს უზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გაატარონ შვებულების ბოლო დღეები. ჩვენ სწორედ მის ნააზრევს გთავაზობთ. 

გაითავისეთ, რომ არდადეგები სრულდება 

მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში ჩადგომა და სასკოლო ცხოვრებასთან დაბრუნება მალევე შეძლოთ, ამისთვის კი კარგად გაიაზრეთ, რომ შვებულების ამოწურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ეცადეთ, თქვენს საქმიანობაზე კონცენტრირდეთ და იმ სასიამოვნო მომენტებზე იფიქროთ, რაც სკოლაში მთელი წლის განმავლობაში გელოდებათ. 

სილაბუსებსა და სიახლეებს გადახედეთ

სკოლაში მისვლამდე და გაკვეთილის ჩატარებამდე განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს გაეცანით. ნახეთ, რაიმე ხომ არ შეცვლილა, რამე ახალი მნიშვნელოვანი კანონი ხომ არ დამტკიცდა და ა.შ. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია საგნების სილაბუსებს კვლავ გადახედოთ და ის მასალაც გადაიმეოროთ, რაც მოსწავლეებს უნდა ასწავლოთ. 

თქვენთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ლიტერატურას გაეცანით

ცოდნის მიღება არც ზედმეტი და არც გვიანი არასოდეს არ არის, ამიტომაც თქვენი მიმართულებისთვის გამოცემულ ლიტერატურას გაეცანით. ნახეთ, რა ინფორმაცია შეიძლება შესთავაზოთ მოსწავლეებს, რით დააინტერესოთ და გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად ჩართოთ. 

დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ

სასწავლო პროცესისთვის მომზადება, რასაკვირველია, ძალიან კარგია, თუმცა მომზადება საკუთარ თავზე ზრუნვით უნდა დაიწყოთ. კარგად გამოიძინეთ, განიტვირთეთ და ენერგია აღიდგინეთ. ეცადეთ, დრო ისეთ ადამიანებთან და გარემოში გაატაროთ, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. 

ყველაფერი მოასწარით 

თუ არის რამე ისეთი, რის გაკეთებასაც არდადეგებზე გეგმავდით, მაგრამ არ გამოვიდა, უკან არ დაიხიოთ. ეცადეთ, ჩანაფიქრი აისრულოთ. ასე სამუშაო გარემოს კმაყოფილი, მოტივირებული და პოზიტიური განწყობით დაუბრუნდებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება