სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროებში ცვლილება შევიდა - დეტალები
02-08-2023
-
+


„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

ისინი ძირითადად შეეხო შემდეგ დეტალურ სფეროებს: 0111 განათლების მეცნიერება; 0215 მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება; 0232 ლიტერატურა და ლინგვისტიკა; 0211 აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება და 1041 ტრანსპორტის მომსახურებები.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდა განათლების მეცნიერების დეტალური სფეროს აღმწერი, რომელმაც მოიცვა მათ შორის განათლების პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური, კულტურული, ტექნოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და მართვის საკითხები. ამავე დეტალურ სფეროს მე-2 სვეტს დაემატა სწავლის სფერო განათლების პოლიტიკა. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ განათლების პოლიტიკის სწავლის სფეროს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები.

ცვლილებების შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდა შემდეგი დეტალური სფეროს სახელწოდებები:

1. აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე);

2. საშემსრულებლო ხელოვნება (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდოდირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური

დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანისაკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა /ძველებური მუსიკალური საკრავები).

ამასთან, საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს პირველ სვეტს დაემატა სწავლის სფერო სამუსიკო ხელოვნებაში, რაც საშუალებას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღნიშნულ სწავლის სფეროში შეიმუშაონ და განახორციელოს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.

წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელი გახდა, სასწავლო კურსი, სახელოვნებო-შემოქმედებით კომპონენტი, აქტივობა ან პროექტი გაიარონ უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებმა ერთობლივად.

ცვლილებების თანახმად, ლიტერატურისა და ლინგვისტიკის დეტალურ სფეროს პირველ სვეტში გადმოვიდა ლიტერატურათმცოდენობა. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა ლიტერატურათმცოდნეობის სწავლის სფეროში მაგისტრატურასთან ერთად შეიმუშაონ საბაკალავრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამები.

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებებით, სწავლის სფეროების ნაწილში (მაგალითად: ხელოვნება, გარემო, ინჟინერია და საინჟინრო საქმე, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, პერსონალური მომსახურებები) ახლებურად ჩამოყალიბდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებები.

კლასიფიკატორში, ასევე განხორციელდა რამდენიმე ტექნიკური ცვლილებება, რომელიც გულისხმობს სფეროების დასახელებაში ტექნიკური ან გრამატიკული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას.

განხორციელებული ცვლილებები ინიცირებული იყო შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების მიერ. შესაბამისად, ცენტრი მადლობას უხდის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცვლილებები იხილეთ ბმულზე:

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება