სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ლია ბუკიას 6-თვიანი ბრძოლის შედეგი მიღწეულია“-საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება
02-08-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი, ლია ბუკიას ხელმძღვანელობით, თურქეთის კლინიკებთან აქტიურად თანამშრომლობს. სწორედ, ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ზუგდიდსა და ბათუმში ქართულ-თურქული დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება. 

საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის წამოწყებული პროექტის წევრის - მარიამ ჩალიგავას თქმით, კლინიკის გახსნის მთავარი მიზანი ქალაქ ზუგდიდში მოსახლეობისათვის თამანედროვე სტანდარტების შესატყვისი, ინოვაციური და ხარჯთეფექტური პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაა. 

„მე მარიამ ჩალიგავა, კვლევითი ინსტიტუტის წამოწყებული პროექტის წევრი, გიზიარებთ სიხარულს  ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის ... ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში და რაც მთავარია, ახლა უკვე ქ.ზუგდიდიდან!

კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ქ.ზუგდიდსა და ბათუმში იხსნება ქართულ-თურქული  დიაგნოსტიკური ცენტრი - „ანადოლუს“ კლინიკა

27 ივლისს, ქალაქ  სამსუნში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ქართული და თურქული მხარის წარმომადგენლებს შორის. ოფიციალური შეხვედრა წარმატებით დასრულდა.

მრავალპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული, „ანადოლუ“  ქართულ-თურქული  კლინიკაა. კლინიკის გახსნის მთავარი მიზანი სწორედ, რომ ქ.ზუგდიდში სტანდარტების შესატყვისი ინოვაციური და ხარჯთეფექტური პირველადი ჯანდაცვაა საქართველოს მოსახლეობისათვის.

საერთაშორისო კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ლია ბუკიას დაუღალავი 6-თვიანი ბრძოლა, სადაც ათასი წინაღობის მიუხედავად 100%-იანი შედეგი დაიდო.

ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების მომავალი ქ.ზუგდიდიდან, ზუგდიდის ექვსივე  მუნიციპალიტეტისთვის ეს არის აუცილებელი, საჭირო შედეგი, რადგან ქალაქ ქუთაისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტში არ არსებობს მსგავსი მომსახურება - ყველა საჭიროებაზე მორგებული.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი მთავარი სწორედ ის არის რომ არ გაჩერდე“- სწორედ ამის ნათელი მაგალითია ლია ბუკიას ეს 6-თვიანი ბრძოლა. ბრძოლა, სადაც მილიონი წინაღობის მიუხედავად, შედეგი მიღწეულია.

ყველა წარმატების გასაღები სწორედ , რომ უდიდესი ჯაფაა, ბოლო წერტილსაც უნდა ჩავებღაუჭოთ ნათელი წერტილის გამოსაჩენად. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქ.ზუგდიდის მოსახლეობას და არა მხოლოდ, მთელ საქართველოს ამ უდიდეს მიღწევას. ძალა ერთობაშია!“, - ვკითხულობთ მარიამ ჩალიგავას წერილში. 

სარეკლამო მასალა® 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება