სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეროვნულ გამოცდებზე დიდი კონკურენციაა, ფიზიკით კი გრანტის შანსი უფრო მაღალია“, - გამოცდიდნ გამოსული აბიტურიენტების შეფასებები 
26-07-2023
-
+


2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. როგორც ბოლო გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ამბობენ, ფიზიკის ტესტი არც თუ ისე რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ერთქულიანი დავალებები გაუჭირდა, ზოგს მაღალქულიანი დავალებები აბიტურიენტები ფიქრობენ რომ გრანტის მოპოვების შანსი ფიზიკის საგნის გამოცდის ჩაბარებით უფრო მაღალი აქვთ. 

„ძალიან რთული არ იყო, თუმცა, ჩემი აზრით, შარშანდელ ტესტებზე რთული ნამდვილად იყო. ყველაზე მეტად ბოლო, 5-ქულიანი დავალებები მერთულა. დრო ნამდვილად საკმარისი იყო, ადრეც გამოვედი. არ ყოფილა დავალება, რომელსაც თავი ვერ გავართვი და არ დავწერე, შესაბამისობების ნაწილიც მარტივი იყო.

ძნელია ახლა მოლოდინებზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, 63-დან 45 ქულაზე მეტს მივიღებ. ტესტებში ყურადღება, ძირითადად, ელექტროობასა და მუხტზე იყო გამახვილებული. ყველაზე დიდი ადგილი ელექტროობას ეთმობოდა.

ეროვნულ გამოცდებზე დიდი კონკურენციაა, ფიზიკით კი გრანტის შანსი უფრო მაღალია, რადგან ცოტა აბიტურიენტი აბარებს“;

„ჩემთვის, ტესტებზე სამუშაო დრო საკმარისი იყო. სირთულეს რაც შეეხება, საშუალო სირთულის იყო. ვფიქრობ, წინა წლების ტეტებთან შედარებით, გართულებული არ იყო. უფრო 5-ქულიანი დავალებების შესრულება გამიჭირდა. ბოლო 3 ხუთქულიანი იყო შედარებით რთული. ყველა დავალება დავწერე, ბოლო 2 ხუთქულიანის გარდა. ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ გრანტზე მომეხმაროს, მაღალი კოეფიციენტი აქვს“;

„ვფიქრობ, ერთქულიანები უფრო რთული იყო, ვიდრე 3 და 5-ქულიანები. შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი საკითხი გამიჭირდა, დანარჩენი ყველაფერი გასაგები იყო. ტესტებზე სამუშაო დრო, სიმართლე გითხრათ, საკმარისზე მეტიც იყო. უფრო მეტად იმ დავალების შესრულება გამიჭირდა, რომელიც ზამბარის სიხისტეზე იყო. მოლოდინებს რაც შეეხება, წესით, 30 ქულას უნდა ავცდე“;

„ვერ ვიტყვი, რომ გამოცდა მარტივი იყო, შარშანდელს რომ შევადარო, ალბათ, იმავე სირთულისაა. ფიზიკა ის საგანია, რომელიც მაინტერესებდა და ჩაბარება ამიტომ გადავწყვიტე. 1-ქულიანი კითხვები არ იყო რთული, თუმცა უფრო რომ უნდა გაგვევრცო პასუხები, 5-ქულაინებში, გამიჭირდა. ვფიქრობ, ამ დავალებებს ყველა ვერ შეასრულებდა. დრო საკმარისი იყო, ყველა დავალებას კარგად გადავხედე და მერე გამოვედი. იყო 5-ქულიანი, რომელიც სრულყოფილად ვერ დავწერე, თუმცა გამოცდაზე ჯდომას აზრი არ ჰქონდა, რაც ვიცოდი, ისედაც დავწერე“.


ფიზიკის გამოცდაზე 700-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, რამდენმა აპლიკანტმა დაწერა გამოცდა ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრი მოაგვიანებით გამოაქვეყნებს. მანამდე კი გეტყვით, რომ მაქსიმალური ქულა 63-ია ხოლო ტესტზე მუშაობისათვის გამოყოფილია 3 საათი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზღვარი დაძლეულად ჩაგეთვლებათ, თუ მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს გადალახავთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება