სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბოლო გამოცდას 700-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს - ეროვნული გამოცდები ხვალ, 26 ივლისს სრულდება
25-07-2023
-
+


2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდაზე 700-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მაქსიმალური ქულა 63-ია ხოლო ტესტზე მუშაობისათვის გამოყოფილია 3 საათი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზღვარი დაძლეულად ჩაგეთვლებათ, თუ მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს გადალახავთ.

ფიზიკის ღია დავალებებში ამოხსნისას ყველა მოქმედება უნდა ჩანდეს?
პასუხების ფურცელზე მოკლედ, თუმცა ნათლად უნდა აისახოს ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი, ანუ ამოხსნის  თანმიმდევრული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გამსწორებელმა მკაფიოდ უნდა დაინახოს. მხოლოდ პასუხის მითითება არ არის საკმარისი, ასეთი პასუხი არ შეფასდება.
 
ფიზიკაში რომელი ფორმულები უნდა ვიცოდეთ?
ფორმულების დაზეპირება საჭირო არ არის. ფიზიკურ სიდიდეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება გააზრებული უნდა გქონდეთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ მაღალი ქულის მიღებაში.

ამოცანების გამოყვანის ნიმუშები თუ გიდევთ სადმე?
ამოხსნების ნიმუშები მითითებულია კრებულში აბიტურიენტებისათვის.

ფიზიკაში, რამდენი ღია დავალებაა და რამდენი დახურული? რა უნდა გავითვალისწინოთ მათზე მუშაობის დროს?
ფიზიკაში არჩევითპასუხიანი 35, შესაბამისობის ტიპის - 2 და 4 ღია დავალებაა.

დავალების I ტიპი _ რამდენიმე სავარაუდო ვარიანტიდან უნდა აირჩიოთ ერთადერთი სწორი პასუხი (ე. წ. არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება) და მონიშნოთ X-ით შესაბამისი უჯრა პასუხების ფურცელში. თითოეული ამგვარი დავალება ფასდება 1 ქულით.

დავალების II ტიპი შესაბამისობის პოვნაა. ამ დავალებაში უნდა იპოვოთ შესაბამისობა ცხრილის სახით წარმოდგენილ ორ ჩამონათვალში მოცემულ მოვლენათა ან ობიექტთა შორის, მაგ., ციფრებით დანომრილ თითოეულ ობიექტს თუ მოვლენას უნდა შეუსაბამოთ ანბანით დანომრილი ობიექტი თუ მოვლენა და ცხრილის სათანადო უჯრაში დასვათ ნიშანი X. შესაბამისობა შეიძლება არ იყოს ურთიერთცალსახა (ანუ რომელიმე მოვლენას ან ობიექტს ერთი ჩამონათვალიდან შეიძლება შეესაბამებოდეს ერთი, ერთზე მეტი ან არც ერთი _ მეორიდან). (იხ. ნიმუში). დავალება ფასდება ცხრილის სწორად შევსებული სვეტების ან სტრიქონების რაოდენობას მინუს 1 ან 2 ქულით.

დავალების III ტიპია მოცემული ამოცანის ამოხსნა. ამ შემთხვევაში მოცემულია ამოცანის პირობა და დასმულია ერთი ან რამდენიმე კითხვა. თითოეულ კითხვას შეესაბამება ერთი სწორი პასუხი. დავალების ამოხსნისას ნათლად უნდა წარმოადგინოთ პასუხის მიღების გზა. შესაძლებელია, ზოგიერთი ამოცანა იხსნებოდეს რამდენიმე ხერხით. ამ შემთხვევაში საკმარისია აჩვენოთ ამოხსნის ერთ-ერთი გზა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

გუმბათის საჯარო სკოლის ხუთივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება