სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სწავლა და გამოწვევები გვაბედნიერებს - თანამედროვე კვლევები, იმასაც გვეუბნებიან რამდენპროცენტიანი წარუმატებლობა გვმატებს მოტივაციას 
25-07-2023
-
+


რა არის ბედნიერება? - ამ კითხვას ადამიანები განსხვავებულად პასუხობენ. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს წარმატებული კარიერა, სამსახური, ოჯახი, ზოგისთვის მოგზაურობა და დროის მხიარულად გატარება. 

ამასთან დაკავშირებით მრავალი კვლევაა ჩატარებული, სადაც ნაჩვენებია, რომ ბედნიერებას ადამიანებს მადლიერება ანიჭებთ. თუმცა, ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი გზა, რომელსაც ბედნიერებამდე მივყავართ არის სწავლა - განვითარება და ახალი გამოწვევები. 

საინტერესოა, როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან ბედნიერება და სწავლა? - როგორც კვლევებმა ცხადყო, განათლება ადამიანებს ისეთ უნარებს უვითარებს, რომლებიც მათ შემდგომ ბედნიერებით აღავსებთ. ესენია:

ახალი იდეები:

ბრწყინვალე იდეა გვიჩნდება მაშინ, როდესაც  ვსწავლობთ და ბევრ ინფორმაცის ვეცნობით. ვისახავთ მიზნებს და შევიმუშავებთ მათი განხორციელების გზებს. მიღწეული შედეგებით კი ვხდებით წარმატებულები, რაც გვაბედნიერებს.

სწავლა გაძლევს ძალას და გვეხმარება თვითგამორკვევაში:

ჩვენ, ყველას გვსურს არჩევანის გაკეთება და გვინდა ვიგრძნოთ, რომ გვაქვს გარკვეული კონტროლი ჩვენს ცხოვრებასა და მომავალზე.

სწავლა ხშირად ორიენტირებულია თვითგამორკვევაზე. ის გვაძლევს გამძლეობასა და მოტივაციას.

სწავლა კარიერულ ზრდაში გვეხმარება:

სწავლა შეიძლება იყოს გზა ახლისკენ სწრაფვის. მომავლის ხედვა ბედნიერების წყაროა. გარდა ამისა, უფრო დიდი უნარები და ნიჭის განვითარება, როგორც წესი, შედეგიანია დაწინაურებისა და ანაზღაურების დროს. ლიდერები აფასებენ თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად სწავლობენ და იზრდებიან.სწავლა არა მხოლოდ ხელს უწყობს ადამიანების გაბედნიერებას, არამედ დადებითად მოქმედებს ქვეყნებზე. უმეას უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიკვლიეს 15000 ადამიანი 25 ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ როდესაც ქვეყნები მხარს უჭერენ  მეტ განათლებას, მათი მოქალაქეები უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან.

თუ არასოდეს დამარცხდებით, არ შეგეძლებათ გააგრძელოთ და თუ ძალიან ხშირად მარცხდებით, დემოტივირებული იქნებით. ამიტომ საჭიროა ბალანსის პოვნა. როგორც ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, მოტივაციასა და სწავლის წყურვილს  85% წარმატება და 15% წარუმატებლობა განაპირობებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება