სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

ხელოვნებაა იყო მშობელი: როდესაც დედა ეთიკოსია
07-05-2018
-
+


დედებო, სტატიების ამ სერიაში შეგიძლიათ საკუთარი თავი ამოიცნოთ.

Etaloni.ge ეტაპობრივად მოგაწვდით მასალას მშობლის სხვადასხვა ფსიქოტიპზე, განიხილავს ხასიათის დადებით და უარყოფით მხარეს და საკითხის უკეთ გააზრება - გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შემოგვიერთდით, ეთიკოსი დედებით ვიწყებთ.

როდესაც დედა ეთიკოსია, მას ეთიკური ემოციები და ურთიერთობები ახასიათებს.    


ემოციების ეთიკა სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის გაგებასა და მართვას გულისხმობს, ურთიერთობების ეთიკა კი უნარს, რომ ადამიანებს შორის ადვილად დაასტაბილუროს ან არიოს ურთიერთობები, განსაზღვროს სიმპათიები და ანტიპათიები და შეაფასოს კავშირი.  

ეთიკოს დედას საუკეთესოდ შეუძლია ჩააქროს ან გააღვივოს დაძაბულობის ცეცხლი, ასევე ღიად შეაქოს და დაასაჩუქროს, დაამშვიდოს და თამაშით გაამხიარულოს შვილი. კარგისა და ცუდის სწორი განმარტება და საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემა - ეს მიდგომა ბავშვის აღზრდაში ეთიკოსი დედის ძლიერი მხარეა.  

ამავდროულად ის არასდროს წყვეტს აღმზრდელობით საუბრებს და გადაღლისგან ხშირად ვერ იკავებს საკუთარ ემოციებს. ამ ყოველივეს ფონზე ბავშვს უჭირს გაგება, თუ რას ითხოვენ მისგან.  

მაშ ასე, რჩევები ეთიკოს დედებს:

1. იყავით თავშეკავებული და აკონტროლეთ ემოციები. გაიაზრეთ, რომ აღმზრდელობითი პროცესი ძალიან შრომატევადი და დამღლელია. მიეცით საკუთარ თავსა და შვილებს მოდუნების საშუალება და შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოვა. საკუთარი განცდების ფონზე ნუ წამოაჩენთ თავს ნერვიულად ოჯახისწევრების თვალში.  

2. ესაუბრეთ შვილებს თანატოლივით, სერიოზულ თემებზე და ეცადეთ, თქვენი მსჯელობა და ახსნა ლოგიკური და მათთვის გასაგები იყოს.

3. ნუ ისაუბრებთ სხვების ოჯახურ პრობლემებზე, ინტრიგებსა და სკანდალებზე ბავშვის თანდასწრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ყველაფრით უკმაყოფილო, ნეგატიური ემოციებითა და ურთიერთობებზე არასწორი წარმოდგენებით გაიზრდება.  

4. აღმზრდელობით პროცესში აქტიურად გამოიყენეთ წიგნები და მულტფილმები.

საინტერესოა, რა მსგავსება და განსხვავება იპოვეთ საკუთარ თავსა და ამ ფსიქოტიპს შორის?

საკუთარი შეხედულება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება