TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ექიმები მასწავლებლებს აფრთხილებენ - რა უნდა იცოდეთ ექსკურსიის დაგეგმვამდე
02-06-2023
-
+


სასწავლო წელი იწურება და სკოლებში გააქტიურდა გარე აქტივობები - ექსკურსიები; თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალერგიული ფონი, სეზონიდან გამომდინარე მომატებულია. სწორედ ამიტომ, იმუნოლოგიის ცენტრი რამდენიმე რჩევას აძლევენ იმ მასწავლებლებს, ვინც ბავსვების ექსკურსიაზე წაყვანას გეგმავს;

რა უნდა ვიცოდეთ გარე აქტივობის/ექსკურსიის დაგეგმვამდე!

სეზონური ალერგია წელიწადის გარკვეულ დროს ვლინდება, ჩვეულებრივ როდესაც ხეები, ბალახები ან სარეველები გამოყოფენ ჰაერში მტვრის პატარა ნაწილაკებს სხვა მცენარეების გასანაყოფიერებლად.

მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე პერიოდი დატვირთულია სასკოლო ექსკურსიებით და ბუნებაში აქტივობებით. ეს პერიოდი ემთხვევა მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების მტვრის მარცვლების (ალერგენების) გავრცელების პერიოდს.

რა არის სეზონური ალერგიის ნიშნები და სიმპტომები?

თუ თქვენს შვილს ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს უვითარდება „გაციების“ სიმპტომები, შესაძლოა ეს იყოს სეზონური ალერგიის მიზეზი.

ალერგიის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდება მოულოდნელად და გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ალერგენის ზეგავლენის ქვეშ არის, შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ცემინება, ცხვირის და/ან ყელის ქავილი, ცხვირისა და თვალების შეშუპება, გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის უკანა ჩანადენი, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა, თვალების ქავილი და სიწითლე. ბავშვებს, რომლებსაც ამ სიმპტომების გარდა აღენიშნებათ ხველა, ხიხინი და/ან ქოშინი, შესაძლოა ჰქონდეთ ალერგია, რომელიც იწვევს ასთმას.

როგორ დავიცვათ თავი ბუნებაში გასვლისას?

ბალახიან ადგილას ყოფნას ატარეთ გრძელმკლავიანი სამოსი და შარვალი.

ბალახთან კონტაქტისთანავე დაიბანეთ ხელები.

ბალახთან შეხების შემდეგ, შინ დაბრუნებისას, მიიღეთ შხაპი (ან დაბანეთ ბავშვი).

თუ ალერგიული ხართ ბალახების მიმართ, განიხილეთ ანტიჰისტამინის მიღება ქალაქგარეთ მცენარეებში ყოფნამდე.

ბალახზე ალერგია უფრო ხშირად ზედა სასუნთქი გზების მხრივ დარღვევებით ვლინდება, რადგან ბალახის მტვრის პირველი კონტაქტი სწორედ აქ ხდება ორგანიზმში, თუმცა კანისმიერი გამოვლინებაც არც თუ ისე იშვიათად გვხდება.

თუ თქვენი გამონაყარი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, იწვევს ძლიერ ქავილს, გავრცელდა, დაინფიცირდა და ა. შ აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება