ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
25-05-2023
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის ისტრიულ მნიშვნელობაზე, ასევე ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათ 26 მაისის მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს. გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ