| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გრძელდება 2022 წლის დეკემბრის თვეში დაწყებული ტრენინგების ციკლი.
ტრენინგებს წინ უძღოდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი.
მიმდინარე ტრენინგების მიზნებია ექსპერტთა მომზადება ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად, განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.
ის მოიცავს ექსპერტული საქმიანობის განსახორციელებლად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თვითშეფასების ანალიზი, მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვება, არგუმენტირებული დასკვნის წერა, დაწესებულებისათვის განმავითარებელი რეკომენდაციების შეთავაზება.
ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში იმართება და რეალური ქეისების განხილვას მოიცავს.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების ტრენინგების ციკლი მსოფლიო ბანკის პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q (IBRD)“ მხარდაჭერით ტარდება და ორგანიზებულია საკონსულტაციო კონსორციუმის მიერ, საერთაშორისო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ექსპერტებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ჩართულობით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა