სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფერების ცნობა - რჩევები მშობლებს
27-04-2018
-
+


ბავშვები ფერების აღქმასა და რეაგირებას ადრეული ასაკიდან იწყებენ. მათ განსაკუთრებულ ყურადღებას ნათელი და მხიარული ფერები - წითელი, თეთრი და ყვითელი იქცევს.

პატარას ფერთა სრული გამა უნდა გავაცნოთ და ამისთვის თამაშ-თამაშის მიდგომა იქნება სასურველი.  

იმდენად მრავალფეროვანია სამყარო ჩვენს ირგვლივ, რომ ტონალობების მოძიება არ გაგვიჭირდება. 
 
სწავლება ფერადი სათამაშოებითა და კონსტრუქციებით დაიწყეთ, რომ ბავშვმა ფერისა და მისი სახელწოდების დამახსოვრება შეძლოს.  

ხშირად აღწერეთ და დააკონკრეტეთ თქვენი მოქმედება, მაგალითად: „ბაღში ყვითელი სატრანსპორტო საშუალებით წავალთ“, „სად არის შენი ლურჯი მაისური“ და ა.შ  

მაგიდაზე რამდენიმე სხვადასხვა ფერის პროდუქტი დაუწყვეთ, ხილ-ბოსტნეული და სთხოვეთ, მსგავსი ტონალობების მიხედვით დააჯგუფოს ისინი. ასევე მიეცით საშუალება, რომ სუფრის გაწყობისას, თავად აირჩიოს თეფშისა და ჭიქის ფერი, რომლითაც სურს ჭამა.   

წიგნის კითხვისას კარგი იქნება თუ ფერებზე გაამახვილებთ ბავშვის ყურადღებას, რა ფერის კაბა აცვია პრინცესას ან როგორ სასახლეში ცხოვრობა პრინცი. ნახატებით გაფორმებულ ზღაპრებში სთხოვეთ, მოძებნოს ყველა გამოსახულება თუნდაც მწვანე ან თეთრი ფერის. ეს მიდგომა ბავშვის ფერების აღქმისა და წარმოდგენის უნარს გაავარჯიშებს.

ხატვა ერთერთი პირველი რამაა, რასაც ბავშვი ადრეული ასაკიდან სწავლობს.

ინტერესს ფერებისა და გამოსახულების მიმართ ეს თამაში მნიშვნელოვნად აღვივებს. დაუდეთ პატარას ფანქარი, ფლომასტერი ან საღებავები, დიდი ფურცელი და მხოლოდ 3 ძირითადი ფერი: ყვითელი, ლურჯი, წითელი და მიეცით საშუალება, პალიტრის არევით, თავად მიიღოს ფერები და დააკვირდეს ტონალობათა ცვლას.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

ნორაირ მინასიანი ჩაირიცხა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება