TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ლაგოდეხში, ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში, უკლებლივ ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო
09-11-2016
-
+


ინტელექტ-შეჯიბრი ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ამჯერად ლაგოდეხში ჩატარდა. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 4 წელია აქტიურად არის ჩართული ინტელექტ-შეჯიბრის ორგანიზებაში. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ტესტების ჩატარების დროდ განისაზღვრა 2 ნოემბერი. დღის 11 საათზე კი სკოლის დირექტორებს გადაეცათ მასალები.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

ინტელექტ-ჩემპიონატი ‘’ეტალონის'' პირველი ტური წინასწარ შერჩეული და მომზადებული კოორდინატორების მიერ ჩატარდა . 

სკოლებიდან დაბრუნებული ტესტების შემოწმება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სპეც კომისიის მიერ 3 ნოემბერს დაიწყო. ‘’ეტალონის’’ ჯგუფი კი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.

ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.    

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge’’  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, მანანა გოზალიშვილს, ესაუბრა:

‘’მე ‘’ეტალონთან’’ ვთანამშრომლობ უკვე მეოთხე წელია. გამოხმაურება, ამჯერადაც, ძალიან დიდი ჰქონდა. ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სულ 22 სკოლაა. მოსწავლეების რაოდენობა ჯამში 1068 იყო.“

როგორი კმაყოფილები ხართ ‘’ეტალონის’’ შესარჩევი ტურით?

''შედეგები ძალიან კარგი გვაქვს. გულახდილად გეტყვით, რომ ასეთ კარგ შედეგებს არ ველოდით. ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენც, ბავშვებიც, მასწავლებლებიც და რაც მთავარია, მშობლებიც. მათ დაინახეს, რომ მათ შვილებს ამოწმებენ არა მარტო საგნობრივად, არამედ ზოგადი განათლების მიხედვით. ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს. შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან თავიანთ შედეგებს, ელოდებიან როდის დადგებიან ‘’ეტალონის’’ სცენაზე“ - აღნიშნავს მანანა გოზალიშვილი. 

მისივე თქმით, ბავშვებს ძალიან უნდათ, რომ  ‘’ეტალონი’’ ისევ სატელევიზიო ეთერში იხილონ: 

‘’ეტალონის’’ ფაქტორს მე ვხედავ იმაში, რომ საგნობრივივი ბევრს არაფერს არ წყვეტს, გადამწყვეტია ბავშვის ზოგადი განათლება, როგორ მუშაობს ის წიგნთან და უნდა იყოს კრეატიული და ინტელექტუალური. ამ შემთხვევაში ბავშვი აღწევს ძალიან კარგ შედეგს. ბავშვებს ძალიან უნდათ, რომ ისევ ტელევიზიაში იხილონ ეს პროექტი.”

‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი განსაკუთრებით მადლობას უხდის გამგეობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლსა და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრის ღონისძიების ორგანიზებისთვის.

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება