სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორობის მსურველთა ტესტირება დასრულდა - როდის გამოცხადდება შედეგები
19-02-2023
-
+


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა დამატებითი ტესტირება დასრულდა. მართალია ოფიციალური მონაცემები უცნობია, და არც განათლების სამინისტროს გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რამდენი აპლიკანტი გადიოდა დამატებით გამოცდაზე და არც განათლების მართვის საინორმაციო სისტემას, თუმცა ეს რიცხვი რომ დიდი არ არის, ზუსტად შეგვიძლია გითხრათ. 

სამინისტროს მიერ ზოგადი ინფორმაციით, დამატებით ტესტირებაზე დღეს 10-მდე აპლიკანტი იყო მისული, მათი ნაწილი ძირითად ტესტირებაზე კოვიდის დაფიქსირების გამო არ მისულა. როგორც იცით, დირექტორობის ტესტირებაზე გასვლის მსურველებს უწყებამ უფლება მისცა, გარკვეულ სიტუაციების გამო დამატებითი ტესტირება მოეთხოვათ. ვის ჰქონდა დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება ეს კანონით განისაზღვრა. რაც შეეხება, უშუალოდ საგამოცდო სივრცეს, როგორც აპლიკანტებმა etaloni.ge - სთან საუბრისას თქვეს, გამოცდამ მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა. 

„დამატებითი ტესტირების ჩატარება ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ნამდვილად არ მინდოდა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, თუმცა სამწუხაროდ, ძირითად სესიაზე გასვლა მაინც ვერ მოვახერხე, ამიტომ გამიხარდა რომ მაინც შევძელი ტესტირების დაწერა. ვნახოთ, იმედი მაქვს, თავი კარგად გავართვი, ყველაფერი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. სკოლაში აქამდე არ მიმუშვია, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად მაქვს", - გვითხრა აპლიკანტმა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა აპლიკანტმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. 

რაც შეეხება გამოცდების შედეგებს, სამინისტროს ინფორმაციით, პასუხებს აპლიკანტები მარტში უნდა ელოდნონ, სწორედ პასუხების გამოცხადების შემდგომ გახდება ცნობილი, სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების დეტალებიც, რომელსაც აპლიკანტები ნამდვილად მოუთმენლად ელიან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ მოსწავლეებს აერთიანებს
 
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება