სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თანამდებობრივი სარგო და დანამატი - როგორ გამოითვლება მასწავლებლების დეკრეტული შვებულება
25-01-2023
-
+


ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა ჯამურად 2000 ლარით.

დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და  მშობიარობის, ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის ანაზღაურებად შვებულებებთან  დაკავშირებით, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება. ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები“.

ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობა გულისხმობს:

ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდს 2023 წლის 1 იანვრიდან გახსნილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

ბ) ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის შემდეგ ან  2023 წლის 1 იანვრიდან ბავშვის დაბადების შემდეგ პერიოდს;

გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდს 2023 წლის 1 იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება