| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ურთიერთდასწრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.
კათედრის წევრები გაკვეთილზე ერთმანეთს უნდა ესწრებოდნენ. დასწრების მიზანი პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა უნდა იყოს. როგორც კათედრის ხელმძღვანელებისთვის შექმნილ გზამკვლევშია აღნიშნული, იმისათვის რომ ურთიერთდასწრების პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს, გათვალისწინებული უნდა იყოს ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
დაგეგმვა - ურთიერთდასწრება წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლა ან ჩაშლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორივესთვის, მასწავლებელისა და მხარდამჭერისთვის, შეირჩეს მოსახერხებელი დრო;
გაკვეთილზე დაკვირვება - მასწავლებელისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებს დამსწრე პირი გაკვეთილზე დასწრებისას. ინსტრუმენტი უნდა შეირჩეს სწავლების ფორმის შესაბამისად (პირისპირ ან დისტანციურ გაკვეთილზე დაკვირვების ფორმა);
რეფლექსია - კათედრის წევრებმა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შესაძლოა, შეარჩიონ და შეიმუშაონ საორიენტაციო კითხვები რეფლექსიისთვის. წინასწარ შემუშავებულ კითხვებში, ერთი კათედრის მასწავლებლები, სავარაუდოდ, შეარჩევენ საგნის სპეციფიკისთვის დამახასიათებელ საორიენტაციო კითხვებსაც. რეფლექსიისას მასწავლებელს არ გამორჩება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს.გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას