| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის საგამოცდი ცენტრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ინფორმაცია საგამოცდო ცენტების შესახებ
საგამოცდო ცენტრის შესახებ ინფორმაცია დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მონიჭებული უნიკალური კოდით.
უნიკალური კოდის გადამოწმება
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ის ქვემოთ მოცემული ღილაკით.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება ჩატარდება ერთ სესიად 2023 წლის 22 იანვარს 12:00 საათზე.
დირექტორობის მსურველი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს 1 საათით ადრე (11:00 საათზე) და თან იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი არ დაიშვება ტესტირებაზე.
დირექტორობის მსურველმა თან უნდა იქონიოს კალამი (შავი ფურცლისათვის) და წყალი პლასტმასის ბოთლით.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება წარიმართება სრულად ელექტრონულად. იხ. ინსტრუქცია.
იხილეთ:
აკრძალვები და გამონაკლისები დირექტორობის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა