სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის 2023 წლიდან ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება - ბერიკა შუკაკიძე
25-11-2022
-
+


განათლების სამინისტროში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სრულიად ახალი და ინოვაციური პლატფორმის „განათლების ელექტრონული სახლის“ სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

„ახალი პლატფორმის, განათლების ელექტრონული სახლის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. მისი თქმით ელექტრონული სახლის სამუშაო ვერსია სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას, პორტალი შეივსება საგანმანათლებლო რესურსებით, გააქტიურდება ავტორიზაციის ველი და ამოქმედდება მასწავლებლის პორტფოლიოს ფუნქცია.

ელექტრონული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერის, ნატალია ინგოროყვას განმარტებით ავტორიზაციის გავლის შემდეგ მასწავლებელს გაეხსნება პირადი გვერდი, რომელშიც ასახული იქნება მისი კარიერული წინსვლის მონაცემები, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ პორტალზე არსებული რესურსები და სერვისები განკუთვნილია არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვისაც. განათლების ელექტრონული სახლით სარგებლობა 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება