სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

პოეტი ქალი, რომელიც ქართულ ანბანს ფარშევანგის ფრთებით ხატავს - „ვტირი, ასოებს რომ ვეხები“
08-11-2022
-
+


ქართველი პოეტი ქალი, ცირა ბულაშვილი ქართულ ანბანს უნიკალურ ფორმატში ხატავს. მწერალთა კავშირის წევრი ქალბატონი ულამაზესი ასოებით ხატებსაც ქმნის, რომლებიც ტაძრებში იდებს ბინას. კალიგრაფი ანბანისთვის ბუმბულებსაც იყენებს და ასე შექმნილს „ფრთოსან ანბანს“ უწოდებს.

ცირა ბულაშვილი რუსთავში, ერთ-ერთი კერძო სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობს. როგორც ამბობს, ანბანის წერისას საოცარი განცდა აქვს და დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი ასოები სუნთქავს.
ცირა ბულაშვილს  etaloni.ge ესაუბრა.

- ქალბატონო ცირა, როგორია უნიკალურად აღქმული ქართული ასოების შექმნის ისტორია, როდიდან დაინტერესდით ამ საქმიანობით?

- უნიკალური თავად ეს ანბანია. ქართულ ანბანზე 4-5 ლექსი მაქვს გარითმული, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს. ხელნაწერი წიგნიც გამოვეცი ასეთი სათაურით „სადიდებელი ენისა ქართულისა“. ანბანის სიყვარულმა მე შემაქმნევინა ანბანის ხატი დავათის სტელას მიხედვით. დავათის სტელა ჩვენი საამაყო ძეგლია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აღმოჩენილი დუშეთის რაიონში. ანბანის ხატები აწ განსვენებული ენათმეცნიერის, რამაზ პატარიძის კონსულტაციით მაქვს შესრულებული. ალბათ უფლის ნება იყო ეს ყველაფერი... დღემდე ვემსახურები ქართულ ანბანს.

- ანბანის ხატის შესაქმნელად ხატწერის ცოდნა აუცილებელი არ არის?

- ჯვარშია ჩახატული ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული ასოები. რამაზ პატარიძემ რომ ნახა, თქვა, ეს ხატია და თან იკითხებაო. „ანბანის ხატის“ გამო იძულებული გავხდი ხატწერა მესწავლა. რამდენი ხატიც შევქმენი ასე, ტაძრებს შევწირე. აღარ ვიცი, ხატმწერი ვარ თუ მხატვარი. ეკლესიებს რომ ვწირავ, იცით რამხელა განცდა და პასუხისმგებლობაა ჩემი სამშობლოს წინაშე? თითქოს დამევალა, რომ მოვეფერო ქართულ ანბანს. ლექსებს ვწერდი ასევე განსხვავებული ხელწერით. რუსთაველის 150 წლისთავთან დაკავშირებით გამოვეცი ჩემი ხელნაწერი წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებით. იქ არის ორნამენტები და ჩუქურთმები, რომლებიც ასევე ჩემი ხელით შევქმენი. ბოლოს გადავწყვიტე, ანბანი ბუმბულებით შემექმნა, რომ სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული ყოფილიყო.

- რომელი ფრინველების ბუმბულებს იყენებთ და როგორ შოულობთ?

- მეგობრებმა გამომიგზავნეს სხვადასხვა ფრინველის ბუმბულები.  ულამაზეს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის ბუმბულებით,  ნაირფერებით შევქმენი ანბანი, როგორც აპლიკაცია. მქონდა ფარშევანგის, ციცარის, ხოხობის და ქათმის ბუმბული. მამლის კუდებისგან მაქვს შექმნილი სხვადასხვა ასო. ასევე, ბატის ფრთები მაქვს გამოყენებული და თუთიყუშების ბუმბულებიც მომიხმარია.

ოჯახშიც ძალიან მიწყობენ ხელს. ძირითადად სახლში ვმუშაობ. ისე ვიყავი გატაცებული ბუმბულებით ანბანის შექმნით, ყველა გვერდით მედგა. მეუღლემ სოფლიდან ფარშევანგის ულამაზესი ბუმბულები ჩამომიტანა.

- ალბათ არც ისე ადვილი საშოვნელია ფარშევანგის ბუმბული...

- თურმე ერთ-ერთ ოჯახში ჰყოლიათ, ავად გამხდარა და მომკვდარა. ოჯახს კი ეს ბუმბულები იმ ფარშევანგის სიყვარულით შეუნახავს და მათ გამომიგზავნეს, ამ ანბანისთვის გაიმეტეს.

სხვა ახლობლებიც მიგროვებენ. ციცარის ბუმბულები მაქვს ბევრი და ვფიქრობ, კიდევ უნდა გავაკეთო. ეს ისეთი სისავსეა, სხვა რამის კეთება რომ აღარ გინდა. ლამაზი და მოკრძალებული გამოდის ბუმბულებით შესრულებული ანბანი. ბუმბულებთან ერთად ხან ხმელი ყვავილებითაც ვამკობ ასოებს. A4 ფორმატის ქაღალდი რომ მოვკეცოთ, თითოეული ასო იმ ზომაში ეტევა. მერე ცოტა სიძველის ეფექტი მივეცი და დავაწებე ბუმბულები. ძალიან ლამაზი  გამოვიდა, სრულიად ბუნებრივი ფერადოვნება აისახა ანბანში.

ბუმბულებით შექმნილი ანბანი ფოლკლორის ცენტრის მიერ ახლახან გამოცხადებულ კონკურსში მეორე ტურში გადავიდა. დეკემბერში იქნება ბოლო ტური. კონკურსი ხალხური შემოქმედების წარდგენაზეა. ჩვენი ანბანი კი ყველას მოეწონა


- როგორია თქვენი თვალით და გულით აღქმული ანბანი, თითოეული ასო?

- ვერ გეტყვით, რა მემართება, როცა ანბანს ვეხები. ცრემლებითა და სიამოვნებით ვქმნი და ვემსახურები ჩვენს ანბანს. საოცრებაა, ისეთი ლამაზია და ბუმბულებში ხომ საერთოდ სუნთქავს ჩვენი ანბანი...
თითოეული ასო განსხვავებულია. მაგალითად, „უ“ ასოს რომ ვაკეთებდი, წარმოვიდგინე უფალი - უფალო დიდება შენდა, აღმომხდა... და ისე მოვხატე ბუმბულით, რომ სანთელიც კი დავუნთე.

- ეკლესიები როგორ იღებენ და აღიქვამენ „ანბანის ხატებს“?


- ძალიან მოსწონთ. ვინც ქართულ ანბანზე შეყვარებულია, მაშინვე ხვდება ჩემს განცდებს. ცოტა ხნის წინ ჩვენი სკოლის კოლექტივი წავედით ყვარელში. იქ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გადასწვრივ საგვარეულო ტაძარია და იქაც მივედით. ამ ტაძრისთვის მქონდა შეწირული უანგაროდ ჩემი ანბანის ხატი და მე რომელ ადგილასაც მეგულებოდა დავანებული, იქ ვეძებდი. მახსოვდა, რომელ კედელზე იყო განთავსებული და ჩემში მოკრძალებას და სიამაყეს აღძრავდა. იმ დღეს კი, რომ ვერ ვნახე, სადაც მეგულებოდა, თავი დავღუნე. უცბად პირდაპირ გავიხედე და დავინახე, რომ სვეტზე ბრწყინავდა ჩვენი ქართული ანბანი... ახლაც მეტირება. მაშინაც ტირილი ამივარდა. თანამშრომლებისთვის არც მითქვამს - წამოდით, განახოთ, მე რა გავაკეთე-მეთქი. რომ გაიგეს, ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, სკოლის დირექტორმა მერე წერილიც კი დაწერა - ჩვენი ცირა ბულაშვილის შესრულებული ანბანის ხატი ტაძარში ვნახეთო...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება