სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი სისტემა დაინერგება - სამინისტრო
26-09-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში შემუშავდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.

მოდელი გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.  

ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის  ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

საჯარო სკოლებში ახალი ეროვნული ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი სისტემის მოდელის დანერგვის ფარგლებში ასევე იგეგმება ხარისხიანი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის ლიდერობის განვითარებისა და კონსულტირების ტრენინგ-პროგრამების ჩატარება. ტრენინგები ოქტომბრის თვეში დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის, რესურსსკოლების, ნორვეგიის საელჩოს, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ინკლუზიური განათლების სფეროს ექსპერტებმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება