სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთ სკოლაში დარაჯის ხელფასი 180 ლარია, მეორეში - 300 ლარი... „სკოლას 10 დამლაგებელიც რომ ჰყავდეს ბევრი გგონიათ?“ - მინისტრის კომენტარი
23-09-2022
-
+


ჯანდაცვის მინისტრს დისკრიმინაციულად არ მიაჩნია, რომ სკოლის მიერ აყვანილი დარაჯის ანაზღაურება 180 ლარია, მაშინ, როცა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით აყვანილი დარაჯის - 300 ლარი.

დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა და სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ნაკლოვანებებზე გაამახვილა ყურადღება.

ლილუაშვილმა არსებულ დისკრიმინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირები უფრო მეტს ხელფასს იღებენ, ვიდრე იგივე პოზიციაზე იგივე დატვირთვით მომუშავე პირები, რომლებიც ღია კონკურსის წესით არიან დასაქმებულები.

„იმის მიუხედავად, რომ პროგრამის მიზანი ძალიან კარგი, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კარგი მიზნის სახელმწიფო პროგრამის ძალიან ცუდად განხორციელება. ადგილი აქვს წარმოუდგენელ დისკრიმინაციას - მაგალითად, სამტრედიის N4 საჯარო სკოლის დარაჯი, რომელიც კვირაში 40 საათი მუშაობს და ღია კონკურსის წესით 2020 წელს აიყვანეს, მისი ხელფასი თვეში 180 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია სამტრედიის სოფელ მელიაურის საჯარო სკოლის დარაჯი, რომელიც კვირაში ასევე 40 საათს მუშაობს და პროგრამის ფარგლებში დასაქმდა, 300 ლარს იღებს“.

მისივე თქმით, „რთულია პროგრამის დამატებით ეფექტიანობაზე საუბარი, როცა სკოლები დამატებით 7 მეეზოვესა და 5 დამლაგებელს ასაქმებენ... რომელ ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, როცა სახელობითად შემიძლია ჩამოგითვალოთ გორის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადამიანები, რომლებიც ამ ქვეპროგრამით არიან დასაქმებული და არ დადიან სამსახურში“.

დეპუტატის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ პრობლემას ვერც ხელფასის განსხვავებაში ხედავს და ვერც დამატებით 5 და 7 კადრის აყვანაში. როგორც აზარაშვილი ამბობს, სკოლისთვის 10 დამლაგებელიც არ არის ბევრი

„თუ სამსახურში არ დადიან და ხელფასს მაინც იღებენ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დასაქმების სააგენტოში გვყავს მონიტორინგის ჯგუფი, რომლებიც შერჩევით დადიან ადგილზე და ამოწმებენ, ასევე გაზრდილია შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და ისინიც აკონტროლებენ. თუ სადმე ასეთი შემთხვევები იქნება ამაზე ოპერატიული რეაგირება გვექნება. 100-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა უკვე კონტრაქტი და ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი ესეც იყო, რომ სამსახურში აღარ ცხადდებოდნენ.

რაც შეეხება, დარაჯებისა და მეეზოვეების საკითხს, არ ვიცი აქ კონკრეტულად რა პრობლემას შეიძლება ვხვდებოდეთ. სკოლის შენობისა და ეზოს ტერიტორიის დასუფთავებაზე რომ 7 მეეზოვე ზრუნავდეს რა პრობლემაა ვერ ვხვდები, ან ხუთი დამლაგებელი, რომ სკოლას ალაგებდეს, თუნდაც 5 დამლაგებელი მანამდეც ყოლოდათ [სკოლაში] და ჯამში 10 დამლაგებელი იყოს სკოლაში, ბევრია თქვენი აზრით?!

ამ შემთხვევაში თუ დამატებით 5 დამლაგებელი და 7 მეეზოვე ჰყავს სკოლას, ისინი ყოველდღიურად გამოდიან სახლიდან, ადამიანებთან უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, უფრო მეტ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შეიძენენ და მერე შეიძლება სხვა სამსახურშიც დასაქმდნენ და აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დისკრიმინაციული არც სახელფასო სხვაობაა.

„იმ შემთხვევაში თუ [სკოლის მიერ დასაქმებულ კადრს] 150 ლარი აქვს და ჩვენ [იგივე სამსახურში სხვა კადრს] 300 ლარს ვუხდით, ეს დისკრიმინაცია ჩემი აზრით არ არის, რადგან ეს სამას ლარიანი ხელფასი ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველს და ის, 150 ლარიანი პარალელურ პოზიციაზე, არ არის სოციალურად დაუცველი.

ესე ცალსახად შეხედვა ვფიქრობ, არასწორია, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახი ჯამში ბავშვების ჩათვლით შეიძლება გაცილებით მეტს იღებდეს ვიდრე ის დამლაგებელი თუ დარაჯი თავის ოჯახთან ერთად. ეს არ ნიშნავს, რომ რახან სოციალურ შემწეობას ვაძლევთ ოჯახს, ეს სხვა ოჯახების დისკრიმინაციაა“,-აცხადებს აზარაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება