TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

როგორ აღნიშნავენ სასწავლო წლის დაწყებას სხვადასხვა ქვეყანაში?
12-09-2023
-
+


საზაფხულო არდადეგები დასასრულს უახლოვდება. სულ მალე სკოლებს ბავშვების ჟრიამული აავსებს. ეს დღე სასიხარულო და ამაღელვებელია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

იმისთვის კი, რომ ბავშვები სკოლაში სიხარულით წავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ სასწავლო წლის დაწყებას საზღვარგარეთ?

პირველი დღე გერმანიის სკოლებში, როგორც წესი - საზეიმოა. ბავშვები ღონისძიებაზე მშობლებთან, ხანდახან კი მთელ ოჯახთან ერთად მიდიან. მშობლები ცდილობენ პირველკლასელებისთვის ეს დღე დაუვიწყარი გახადონ, ამიტომ სკოლაში ქაღალდის სასაჩუქრე კონუსს - Schultüte ატანენ. 

Schultüte-ის სკოლაში გატანების ტრადიცია XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ბავშვებს უყვებოდნენ, რომ „შულტუტე“ მასწავლებლის სახლში ხეზე იზრდება, ხოლო როცა სასკოლო ასაკს მიაღწევდნენ მას მიიღებდნენ. 

სწავლის დაწყებამდე მშობლებში შვილთან ერთად კონუსის ფორმის შეფუთვას ამზადებენ და მას აპლიკაციებით აფორმებენ. ადრე პირველკლასელთა მშობლები პაკეტს ტკბილეულით ავსებდნენ. დღეს ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით, მასში საკანცელარიო ნივთებს, სათამაშოებსა და ხანდახან, წიგნებსაც კი ალაგებენ. რა თქმა უნდა, ბავშვი მასში ტკბილ სიურპრიზსაც იპოვის. 

უკვე მერხებთან პირველკლასელებს შეუძლიათ გახსნან ფერადი საჩუქარი და ნახონ, რა ჩადეს მასში მშობლებმა. 



ასეთივე საჩუქრით მიდიან სკოლაში პირველკლასელები ავსტრიაში. სკოლის ადმინისტრაცია ღონისძიებას დიდ დარბაზში აწყობს. უფროსკლასელები კონცერტს ამზადებენ, შემდეგ კი ყველაზე პატარებს მათ Schultüte-ს და ყვავილების პატარა თაიგულებს ურიგებენ. 

ახალი სასწავლო წელი ნიდერლანდებში აგვისტოს შუა რიცხვებში, ორშაბათობით იწყება. არაფერი საზეიმო ამ დღეს არ ხდება. ბავშვები უბრალოდ მიდიან სკოლაში, სადაც ერთმანეთს უყვებიან, თუ როგორ გაატარეს არდადეგები. პარასკევს, კი სწავლის დაწყებამდე, ღია ბარათების კონკურსი ტარდება. ყველა ბავშვი არდადეგების დროს სკოლაში ხელნაკეთ ღია ბარათს აგზავნის, რომელთა შორის საუკეთესოს არჩევენ. 

საშუალო სკოლაში კი სწავლის დაწყების მეორე დღეს მთელი კლასი, ან ზოგჯერ მთელი სკოლა, რაიმე საინტერესო ღონისძიებაზე მიდის: მაგალითად, ზღვაზე, ატრაქციონებზე ან პარკში. 

ნორვეგიაში სწავლის პირველი დღე (ჩვეულებრივ, 18-20 აგვისტო) ერთობლივი ლანჩით იწყება, რომლის შემდეგ ყველა საკუთარ კლასში მიდის. პედაგოგებისთვის საჩუქრების გაკეთება მიღებული არ არის. ყვავილებით მასწავლებლების დასაჩუქრება კი წლის ბოლოს უყვართ. 

საზეიმო ღონისძიება იაპონიაში მხოლოდ პირველკლასელებისთვის იმართება. დილით ოჯახი, ხანდახან, ტრადიციული იაპონური სამოსით, კლასის გასაცნობად მიდის. ამ დღეს, მასწავლებლები ბავშვებს სკოლაში მისვლას ულოცავენ და მშობლებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. დღის პირველ ნახევარშივე ბავშვები სახლში ბრუნდებიან. ამის შემდეგ პირველკლასელებს და მათ მშობლებს სკოლისთვის მოსამზადებლად კიდევ ერთი კვირა აქვთ. ერთ კვირაში კი, სკოლაში ყველა მოსწავლე მიდის. 

აღსანიშნავია, რომ საჩუქრებსა და ყვავილებს მასწავლებლებს არ ჩუქნიან. ეს ქვეყანაში კანონით აკრძალულია. 

აშშ-ი სწავლის პირველ დღეს საზეიმოდ გამოწყობილ მოსწავლეებს ვერ შეხვდებით. ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. სწავლის დაწყებაზე კი მხოლოდ მოკლე სასწავლო დღე მიანიშნებს.

ორი კვირის შემდეგ კი სკოლაში საზეიმო ღონისძიებას - Вack to school night ატარებენ. ეს არის დღესასწაული ბავშვებისა და მშობლებისთვის. ღონისძიება სკოლის ტერიტორიაზე ეწყობა და მას ორგანიზებას მშობელთა კომიტეტი უწევს.


კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება