TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოსებისთვის მასწავლებლის სახლი კონკურსს აცხადებს - დოკუმენტების მიღება დაიწყო
17-08-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ადრეული განათლების პრაქტიკოსებისთვის. შერჩეული სპეციალისტები გადამზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში 2023 წლიდან შეუერთდებიან ცენტრის ტრენერთა/პრაქტიკაში მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდს.

შერჩევის კრიტერიუმები:

უმაღლესი განათლება, დადასტურებული 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (ბოლო 5 წლის განმავლობაში) ადრეული განათლებისა და ადრეული ჩარევის მიმართულებით.

კერძოდ:

1. საბავშვო ბაღების/გაერთიანებების მეთოდისტები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტები, რომელთაც აქვთ სკოლამდელი განათლების მიმართულებით ზრდასრულთა სწავლების/ კონსულტირების გამოცდილება.

2. საბავშვო ბაღების მენეჯერები, საგანმანათლებლო პერსონალი, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ სკოლამდელი განათლების მიმართულებით ზრდასრულთა სწავლების/კონსულტირების გამოცდილება.

3. ადრეული განვითარების პროგრამის სპეციალისტები რომელიც მუშაობენ 6 წლამდე ბავშვებთან არაფორმალური განათლების ან აბილიტაცია - რეაბილიტაციის სფეროში და აქვთ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლების ან კონსულტირების გამოცდილება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად – პირველ ეტაპზე მოხდება საბუთების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება, CV, დიპლომი, ცნობა სამუშაო ადგილიდან, პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, სამოტივაციო წერილი. 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

საბუთები მიიღება 17 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

პირები, რომელთა მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება დადასტურებული იქნება წარმოდგენილი დოკუმენტებით, გადავლენ გასაუბრების ეტაპზე.

კომისიის მიერ შერჩეული პირები გაივლიან 6-თვიან გადამზადების პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. შერჩეული პირებისთვის, სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, შემუშავდება მათი ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა. პროგრამაში მონაწილეობის აქტივობები მოიცავს ყოველკვირეულად 5-10 საათიან დატვირთვას.

სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს, თუ რატომ სურს აპლიკანტს გახდეს ადრეული განათლების მიმართულებით ტრენერი/ქოუჩი/პრაქტიკაში მხარდამჭერი სპეციალისტი, მოყვანილი უნდა იყოს ადრეული განათლების/ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების მიმართულებით მუშაობის ერთი წარმატებული მაგალითი და სხვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nlabartkava@tpdc.ge


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება