სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თანამედროვე მასწავლებლის 6 თვისება
20-08-2022
-
+


მასწავლებელი - ეს არის პიროვნება, რომელიც მოსწავლის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. გარდა იმისა, რომ მასწავლებელმა ბავშვებს კარგი განათლება უნდა მისცეს, ასევე იგი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, არა მხოლოდ მასწავლებლის პროფესიონალიზმია საჭირო, არამედ მისი პიროვნული და კარიერული თვისებები. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ექვს თვისებას, რომელიც თანამედროვე მასწავლებელს აუცილებლად ესაჭიროება:

1. ადაპტაცია - ადაპტაციის უნარი, მხოლოდ თუნდაც ახალ სამუშაო გარემოსა და ახალ ბავშვებს არ გულისხმობს. ადაპტაცია დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია. ყოველ დღე იცვლება სწავლის მეთოდოლოგიებია, ახლდება ტექნიკა, რომლებსაც პროფესიონალმა მასწავლებელმა ფეხი აუცილებლად უნდა აუწყოს. თანამედროვე ტექნიკის გამოყენების გარეშე დღეს უკვე საფუძვლიანი განათლების გადაცემა წარმოუდგენელიც კია.

2. ნდობა - დაგვეთანხმებით, ნებისმიერ ურთიერთობაში ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, განსაკუთრებით მგრძნობიარეები ბავშვები არიან. თუ მასწავლებელი, მოსწავლეებისგან ნდობის მოპოვებას შეძლებს, მაშინ სასწავლო პროცესი ბევრად შედეგიანი, საინტერესო იქნება. ამავდროულად, ნდობა ბევრ სტრესულ გარემოებასაც აგაცილებთ.

3. კომუნიკაცია - ეს ის თვისებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია მასწავლებლობა. ეს უნარი, მხოლოდ ბავშვებთან კი არა კოლეგებთან და მშობლებთან გამოგადგებათ. კომუნიკაცია ასევე, გეხმარებათ რიგ კონფლიქტურ სიტუაციებს აარიდოთ თავი.

4. გუნდური მუშაობა - მასწავლებლებს გუნდურად მუშაობა ყოველ დღე უხდებათ. ჯგუფში მუშაობა მომგებიანიც კია თქვენთვის, რადგან ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად გზების მოძიება მარტივდება კიდეც. კოლეგები, როდესაც რაიმე სირთულის წინაშე დგებიან, ერთმანეთს რჩევებს და შეკითხვებს უზიარებენ. ზოგჯერ, რჩევებზე მეტად ადამიანებს კითხვების დასმა უფრო შველით, ვინაიდან კითხვამ შესაძლოა სირთულე სხვა კუთხიდან დაგანახოთ. რა თქმა უნდა გუნდური მუშაობა პედაგოგს კლასში, მოსწავლეებთანაც უწევთ. ინტერაქციული მუშაობა ბევრად საინტერესო და შედეგიანია.

5. მუდამ მოსწავლე - გახსოვდეთ, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებს სწავლას, რადგან ეს უწყვეტი პროცესია. მასწავლებლებიც მოსწავლეების მსგავსად სწავლობენ: ახალ ტექნიკას, მეთოდოლოგიებს და ა.შ. გახსოვდეთ, რომ თქვენც ფაქტიურად, თქვენი მოსწავლეების მსგავსი ხართ და შესაძლოა, რაღაც საკითხს თქვენი ბავშვების მსგავსად ვერც იგებდეთ. ეს კი ნაკლი არ არის.

6. კრეატიულობა - ეს ის თვისებაა, რაც მასწავლებლებს მოსწავლეებთან ნაყოფიერად მუშაობაში აუცილებლად სჭირდებათ. ახალი იდეების მოფიქრებით თქვენ მოსწავლეებისთვის მთავარი მასტიმულირებელი იქნებით და ასევე, პროფესიულ უნარებს საკუთარ თავებშიც განავითარებთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება