სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა გაასაჩივროთ გამოცდის ტესტი სწორად  - დეტალური ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
04-08-2022
-
+


როგორ ხდება ტესტის ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების შეტანა?

თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ _ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის | დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი.

საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონულად (ინტერნეტით) შევსებისათვის საჭირო პროცედურები და ვადები განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის).

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, | ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

„საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება _ მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; • „საქართველოს ბანკის“თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს

ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; ცენტრის ვებგვერდიდან - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამოსაცდელის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.

აპელაციის ვადა ყველა საგამოცდო საგნის ქულის გამოცხადების შემდგომ გახდება ცნობილი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში 1-ელი ივლიდან შევა

საბჭოს რეკომენდაცით დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი 

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა უკეთ გააცნობიერეს
 
საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

სიახლეები
საზოგადოება