სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი საგანმანათლებლო პროექტი არსებობს“ - სამტრედიაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
29-03-2018
-
+


სამტრედიის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში სამტრედიის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი ელენე ბოხუა:

„სამტრედიაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ორგანიზებულად ჩატარდა. მასში მოსწავლეების ჩართულობა მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტის მიმართ დაინტერესება დიდია.“ 

სამტრედიის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე:

„ეტალონი“ ყოველთვის მასშტაბურად ტარდება, მის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია. მთელი მუნიციპალიტეტი ვუჭერთ მხარს ინტელექტ-ჩემპიონატს და მოხარულები ვართ, რომ ასეთი საგანმანათლებლო პროექტი არსებობს.“

ჩხენიშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა ხუჭუა:

„ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა იმის მანიშნებელია, რომ ბავშვები დაინტერესებულები არიან ამ პროექტით. ჩვენ მეორე წელია, რაც ინტელექტ-ჩემპიონატში ვმონაწილეობთ და ძალიან კმაყოფილები ვართ.“

სამტრედიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ფაილაძე:

„ეტალონი“ თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. მიხარია, რომ სკოლებში შესარჩევი ტურები ტარდება. დიდი ინტერსითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში.  კარგია, რომ შედეგებიც იმ დღესვე ხდება ცნობილი და მოსწავლეებს ლოდინი არ უწევთ. ძალიან მომწონს პროექტი და მივესალმები მას.“

სამტრედიის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლელა ჩორგოლაშვილი:

„ჩვენი სკოლის მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეები მაღალი აქტივობით ჩაერთნენ „ეტალონის“ ტესტირებაში. მე-7 კლასელებმაც სურდათ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა, თუმცა წესების თანახმად, მე-8-დან ზევით მოსწავლეებს შეუძლიათ პროექტში ჩართვა. ობიექტურად და წესების დაცვით ჩავატარეთ ტესტირება. მანამდე მოსწავლეები ემზადებოდნენ, იმეორებდნენ განვლილ მასალას, იძიებდნენ ინფორმაციებს, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენს ვეხმარებოდით. შედეგებს რაც შეეხება, კმაყოფილები ვართ. თითქმის ყველამ გადალახა ბარიერი.“

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ივანიშვილი:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. შედეგებიც კარგი გვაქვს, მაქსიმალური ქულა 92 დაფიქსირდა. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების ცოდნის გამოვლენასა და გაღრმავებაში ეხმარება. მივესალმებით ამ პროექტს.“

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანნა ლეჟავა:

„ეტალონმა“ ჩვენს სკოლაში დიდი ინტერესი გამოიწვია, მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. მშვიდ გარემოში ჩავატარეთ შესარჩევი ტური. შედეგებითაც მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ საინტერესო პროექტია, ყველა საგანს მოიცავს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა საგანში შეამოწმონ თავიანთი ცოდნა.“

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა ხაჟალია-აბურჯანიძე:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში მონაწილეობის სურვილი ჩვენი სკოლიდან ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. მისასალმებელია, რომ ასეთი საგანმანათლებლო პროექტები ტარდება. მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან, წიგნს დაბრუნდნენ, იკრიბებიან და ერთად მეცადინეობენ. უფრო სახალისო გახდა მათთვის სწავლის პროცესი.“

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რამაზ ოდიკაძე:

„ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა. ყველამ გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი. რაც შეეხება შედეგებს, უფრო მეტს ველოდი ბავშვებისგან. იმედია, მომავალში უკეთესად წარმოაჩენენ მოსწავლეები საკუთარ ცოდნას.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება