სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონზე“ იმდენად კონცენტრირებული ვიყავი, რომ ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი“- „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ შემაჯამებელ კონკურსში ხელმოტეხილი ჩაერთო
22-07-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. მასში „ეტალონი მოსწავლეები“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ. ყველა მათგანს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა სურდა.

თითოეული მათგანი მოტივირებული იყო, თუმცა მღელვარებაც შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გელა მარტიაშვილი იყო. ის დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სწავლობს. გელა ფინალში ხელმოტეხილი მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლემ ხელი ბათუმში, ინტელექტ-ჩემპიონატამდე 5 დღით ადრე მოიტეხა. ის ცეკვის ანსამბლის წევრია, ზღვისპირა ქალაქში კონცერტში მონაწილეობისთვის წავიდა. სეირნობისას კი ელექტრო სკუტერიდან გადმოვარდა და დაშავდა.

როგორც მისი სკოლის დირექტორი ლაურა ტატუაშვილი ამბობს, მოსწავლეს ძლიერი ტკივილები რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა. დირექტორს გელა მარტიაშვილის ბებია უკავშირდებოდა, რომელიც შიშობდა, რომ თავისი შვილიშვილი „ეტალონის“ ფინალში ვერ ჩაერთვებოდა. თუმცა, საბედნიეროდ, მათი მოლოდინები არ გამართლდა და მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, გელამ საკუთარი თავის წარმოჩენა წარმატებით შეძლო.

Etaloni.ge „დმანისის ეტალონ მოსწავლესაც“ დაუკავშირდა. როგორც გელამ გაგვანდო, კონკურსის ფინალში მონაწილეობა მისთვის მხოლოდ სტიმული და მოტივაცია იყო. ძლიერი ტკივილების მიუხედავად, არც უფიქრია, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოეტოვებინა და ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა ხელიდან გაეშვა. გელა ახლაც ძალიან მოტივირებულია, უნდა, რომ მომავალ წლებში „ეტალონში“ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს და ეს თავის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა.

გელა მარტიაშვილი, „დმანისის ეტალონი მოსწავლე“- დიდი დმანისის საჯარო სკოლა:

ცეკვიდან კონცერტზე ბათუმში წაგვიყვანეს. ბოლო დღეს სასეირნოდ გავედით, ელექტრო სკუტერიდან გადმოვვარდი და ხელი მოვიტეხე. ეს „ეტალონის“ ფინალამდე 5 დღით ადრე იყო. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა არ გამჭირვებია, ტკივილი მქონდა, მაგრამ, იმ დროს, „ეტალონზე“ იმდენად კონცენტრირებული ვიყავი, რომ ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი. არც მიფიქრია, რომ ტესტირებაში არ ჩავრთულიყავი. ჩემთვის „ეტალონში“ მონაწილეობა მოტივაცია და სტიმული იყო. ვერ გავიმარჯვე ამით კი მივხვდი, რომ უფრო მეტი ცოდნა უნდა დავაგროვო, რათა პირველ ადგილზე გავიდე.

ლაურა ტატუაშვილი, დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან რთული მდგომარეობა და ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ფაქტობრივად, „ეტალონამდე“ ერთი დღით ადრე დამშვიდდა და მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. მე ბებიამისი მირეკავდა, მეუბნებოდა, ცოტა რთულად აქვს საქმე და ტკივილების ფონზე, ტესტირებაში შეიძლება ვერ ჩაერთოსო. მოსწავლეს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოვიდა. შეიძლება, ზოგადად, ტესტირებაზე ამანაც იმოქმედა, მაგრამ ბავშვი კმაყოფილი იყო, რომ „ეტალონში“ ჩაერთო. ძალიან ამაყად იჯდა, ჩვენც ძალიან ვგულშემატკივრობდით. ასაკით პატარაა და უფროსკლასელებთან ძალიან თამამად და მხნედ იყო. მართალია, სულ 49 ქულა დააგროვა, მაგრამ მე მაინც მეამაყება. ის არაჩვეულებრივი მოსწავლეა, ძალიან კარგი მონაცემები აქვს, ყველა აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვება. ხელის მოტეხილობამ, ალბათ, გარკვეულწილად, მაინც იმოქმედა მის შედეგებზე. ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება გაემარჯვა, მაგრამ ათეულში გასვლის იმედი გვქონდა. ჩვენთვის ყველასთვის საამაყო იყო, რომ გელა მარტიაშვილმა მოტეხილობის მიუხედავად, თავისი პოზიციები არ დათმო და ფინალში ჩაერთო.



ასევე იხილეთ:

„შრომამ და მეცადინეობაში ჩადებულმა ენერგიამ შედეგი გამოიღო“- „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

„ეტალონი“ დღესასწაულია ყოველი ჩვენგანისთვის“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ემოციური LIVE

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება