TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' არის ეროვნული პროექტი'' - ქუთაისში ინტელექტ-შეჯიბრის შესარჩევი ტური ჩატარდა
01-11-2016
-
+


ქუთაისში ინტელექტ-შეჯიბრის ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, იყო ჩართული.  

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.   

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. "ეტალონის" ჯგუფი კი მათთგან გამოავლენს ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას ქუთაისის N14 სკოლის მასწავლებლმა ელისო ბაქრაძემ განაცხადა, რომ კონკურსმა საკმაოდ ორგანიზებულად ჩაიარა:

„შესარჩევი ტური ჩავატარეთ მე-8, მე-9, მე-10 კლასებში და შევიტანეთ კლასებში 5-5 ვარიანტი. ამჟამად, ვასწორებთ ნამუშევრებს. თითო გაკვეთილზე თითო კლასში ვატარებდით. ყველაფერმა საკმაოდ ორგანიზებულად ჩაიარა.“

ქუთაისის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლის მაყვალა ქობულაძის თქმით, თავად ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან:

’’ეტალონის’’კონკურსი, მე პირადად, ძალიან მომწონს,რადგან იგი მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ქუთაისი ძალიან დაინტერესებულია ამ კონკურსით და შარშან ჩავატარეთ კიდეც, ღია ცის ქვეშ, ‘’ეტალონის“ შეჯიბრი. ჩვენ ინტლექტ-შეჯიბრს ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით ქუთაისში. კონკუსის მიზანი ხომ ის არის თამაშ-თამაშით, კრეატიულად მოსწავლეებს სწავლის სტიმული მისცეს.“

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სალარიძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' არის ეროვნული პროექტი: 

„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ორგანიზებულად და ობიექტურად. ‘’ეტალონი“არის ბრენდი, ქართული და ეროვნული პროექტი. ჩვენ თვითონ შეჯიბრი გვაქვს სკოლებს, ‘’ეტალონის’’კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებით ვიწონებთ სკოლები თავს.“

‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრში აქტიური ჩართულობისთვის.

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".         

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება