სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლელა ტარიელაძე etaloni.ge-მ დააჯილდოვა
27-06-2022
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი ლელა (ლეილა) ტარიელაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

პედაგოგი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

ლელა (ლეილა) ტარიელაძემ მასწავლებლად მუშაობა ​1994 წელს ხობის რაიონ სოფელ შავღელეს საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად დაიწყო. 2007 წლიდან გადაიყვანეს ინგლისური ენის მასწავლებლად აჭარის მაღალმთიანი სოფელის ჟანივრის სკოლაში. 2012 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში შეუდგა საქმიანობას და დღემდე ამ სკოლაში ასწავლის. პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე იმ სკოლებსა და რეგიონებში სადაც უმუშავია, ბევრჯერ დაუჯილდოებიათ მოსწავლეებთან წარმატებული მუშაობისათვის. მას მოსწავლეების გულის მეგობარსაც ეძახიან.

სკოლაში პედაგოგის მორიგი წარმატება ახარებთ.

„ფიროსმანის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის „ეტალონს“ ლელა (ლეილა) ტარიელაძის დიპლომით დაჯილდოებისათვის და ყველა ინფორმაციის დროულად გაშუქებისთვის“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 
პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 

მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება