| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაწყებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბარათებზე აბიტურიენტების ბავშვობის ფოტოებია... არა, პატარაობის ფოტოსურათის ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ საინტერესო ისაა, რატომ მოხდა ასეთი ცდომილება ოფიციალურ დოკუმენტზე?
საკითხის გასარკვევად, Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ ინფორმაციას საჯარო რეესტრი განკარგავს და შესაბამისად, რა ფოტოებიც ჰქონდათ ბაზაში, ისინი გამოიყენეს.
„ფოტოები საგამოცდო ბარათებზე არ შეიცვლება, თუმცა გამოცდაზე მისულ აპლიკანტებს რეგისტრაციისას არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან უნდა იქონიონ პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი“.
სხვათა შორის, დღეს, 22 ივნისს მასწავლებელთა საგამოცდო ბარათების დაბეჭდვაც დაიწყო და საინტერესოა, რა ფოტოები დახვდებათ პედაგოგებს საკუთარ ბარათებზე?!
იხილეთ ასევე:
პედაგოგთა საგამოცდო ბარათებზე „ნაეკი“ ინფორმაციას ავრცელებს
საგამოცდო ბარათების ამობეჭდა უკვე შესაძლებელია
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა