| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

20 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფინალური გამოცდები დაიწყო და მიუხედავად იმისა, ისინი გამოცდების ონლაინ-ფორმატში ჩატარებას ითხოვენ, რექტორატმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
„20 ივნისიდან 15 ივლისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 ათასამდე სტუდენტი თბილისის, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებს დასკვნით გამოცდებს.
სამივე საგამოცდო ცენტრში დღეს პროცესებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა გაეცნენ.
თბილისის საგამოცდო ცენტრში სესიებს ყოველდღე 3500-მდე სტუდენტი ესწრება. ქუთაისისა და ახალციხის დამატებით საგამოცდო ცენტრებში სულ 171 სტუდენტი ჩააბარებს გამოცდებს. გამონაკლისს წარმოადგენს ის 53 სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. ფინალური გამოცდების ჩაბარება მათ ონლაინ შეუძლიათ“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას