სიახლეები
ეტალონი

„ვინც ამ პროექტში მონაწილეობს, ყველა გამარჯვებულია“ - „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
01-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

27 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ამბროლაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლანა ხიდეშელმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურისა და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და პედაგოგები საუბრობენ.

ზვიად (დავით) მხეიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი:

ჩვენ წლებია, რაც „ეტალონთან“ ვმეგობრობთ. არც ერთი წელი არ ჩაგვიგდია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოგვწონს და ძალიან საინტერესო პროექტია. მასში მონაწილეობა ახალგაზრდების განათლების ხარისხზე დადებითად აისახება. დაინტერესება და მოტივაციაც დიდია. ცდილობენ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ, რომ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ ამ პროექტს ძალიან ვაფასებთ და მეგობრობის გაგრძელებას სამომავლოდაც ვაპირებთ.

კახაბერ რეხვიაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

ჩემი აზრით, „ეტალონი“ ყველაზე ეროვნული და ძალიან საინტერესო პროექტია. მასში ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან. ყველა სკოლა, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურადაა ჩართული. ტრადიციულად, მუნიციპალურ ტურში დიდი კონკურენცია იყო, ლანა ხიდაშელმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. „ეტალონი“ პანდემიის პერიოდში მოსწავლეებს ხელს ყველანაირად უწყობდა. დებდა ტესტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები კიდევ უფრო ვითარდებოდნენ. ზოგადად, ნებისმიერი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის დაინტერესებასა და განვითარებას, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია.

ნანა ბოჭორიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი:

„ეტალონი“ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. ამ პროექტის მიზანი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. მოსწავლეებში არის მოტივაცია, ყველას უხარია საკუთარი და მეგობრების წარმატება. ჩვენ რამდენიმე წელია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და ამით კმაყოფილები ვართ. ყველა მონაწილეს ვგულშემატკივრობ, ყველას გამარჯვება მიხარია. პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონკურსში კითხვები ყველა საგანს მოიცავს და ისეთი ტესტებია შედგენილი, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინონ. ვფიქრობ, რომ ვინც ამ პროექტში მონაწილეობს, ყველა გამარჯვებულია.

ლანა ხიდეშელი, „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ - ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა:

სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ პირველ ადგილზე გავედი, ძალიან გამიხარდა. ტესტირებამდე რაღაც საკითხებს წინასწარ გადავხედე და შეიძლება ითქვას, რომ მოვემზადე, თუმცა ეს შედეგი, თან ასეთ მცირე დროში, ჩემთვის მოულოდნელი იყო. მიღწეულმა წარმატებამ საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტად შემმატა. ჩემთვის ეს გამარჯვება წარმატებისკენ მიმავალი გზაა. ფინალური ეტაპისთვისაც ვემზადები, კლასგარეშე მასალის კითხვა უკვე დავიწყე.

იამზე ლობჟანიძე, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მრავალი წელია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში ძალიან აქტიურად არიან ჩართული. თითქმის ყველა სეზონზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლის წარმომადგენელი ხდება. რეიტინგულ სიაში ჩვენი მოსწავლეები უმრავლესობას წარმოადგენენ. წელს ლანა ხიდაშელია გამარჯვებული, ის მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეა. მას ამ გამარჯვებამ დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. ფინალისთვის აქტიურად ემზადება და სკოლა ყველანაირად გვერდით უდგას, გვაქვს მოლოდინი, რომ ის კარგ შედეგს აჩვენებს. ზოგადად, „ეტალონის“ მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, რადგან მოსწავლეებს ავითარებს. „ეტალონის“ მხრიდან ძალიან დიდი საქმე კეთდება იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვებს წიგნის კითხვის სურვილი უღვივდებათ და ჩვენ კმაყოფილები ვართ.

მარიამ დონაძე, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი: 

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პროექტში მონაწილეობა, როგორც „ეტალონია“, რადგან მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალება ეძლევათ. ძალიან კარგია, რომ ტესტებში კითხვები ყველა საგნიდანაა. ბავშვებისთვის „ეტალონში“ მონაწილეობა სახალისოცაა, არ ეზარებათ კითხვებზე პასუხის გაცემა და პროცესში სიამოვნებით ერთვებიან. ჩვენი სკოლიდან პირველ ეტაპში 30 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 17 მეორე ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიხარულოა, რომ მუნიციპალურ ეტაპზე, 9 ადგილიდან, 7 ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. მასწავლებლები და მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობენ და ამ წარმატებამ ყველა გაგვახარა. შარშანაც ჩვენი სკოლიდან იყო „ეტალონი მოსწავლე“.

ვანო სხირტლაძე, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე - ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა:

როდესაც კითხვები ვნახე, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სხვადასხვა კითხვა დამამახსოვრდა, რაც შეიძლება, შემდეგშიც გამომადგეს. ნამდვილად არ ველოდი, რომ პირველ ეტაპზე ამდენ ქულას ავიღებდი. მეგონა, რომ სხვებს ჩემზე მეტი ქულა ექნებოდათ. ეს წარმატება მოტივაციას მაძლევს, რომ შემდეგში კიდევ უფრო მოვინდომო და მსგავს კონკურსებში აქტიურად ჩავერთო. 

დათო ცაგურიშვილი, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე - ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ მონაწილეობის მისაღებად, გარკვეულწილად, ვემზადებოდი, მაგრამ დიდი ხანი არა. რაც მივიღე, დაახლოებით, ასეთ შედეგს ველოდი. ეს წარმატება ჩემი შესაძლებლობები გარკვევაში დამეხმარა - დავინახე, რა შემიძლია, რაც კარგია. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ტესტირების პროცესიც საინტერესო იყო, ნორმალურად მიმდინარეობდა.

შორენა გელოვნიშვილი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

დათო ცაგურიშვილი ნიჭიერი, მიზანდასახული, აქტიური, თითით საჩვენებელი და კარგი მოსწავლეა. „ეტალონში“ მიღწეული წარმატება, ჩვენთვის გამარჯვებაა. ეს, ასევე, კარგია მოსწავლეებისთვის, მათ სტიმულს აძლევს, რომ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ და ჩემპიონატში ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს მიღწევა ბავშვებს კიდევ უფრო მეტად მოანდომებს, რომ „ეტალონში“ მიიღონ მონაწილეობა.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„მოსწავლეთა მხრიდან ისეთი დაინტერესება იყო, როგორც არასდროს“- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ამბროლაურელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება