სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეთა მხრიდან ისეთი დაინტერესება იყო, როგორც არასდროს“- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
27-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

25 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 27 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ნინო ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში „ეტალონის“ ჩატარებისას პასუხისმგებელი პირი გამოვყავი. ტესტირების პროცესი კომპიუტერულ კაბინეტში ძალიან ობიექტურად წარიმართა. მოსწავლეები მასში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათი მხრიდან ისეთი დაინტერესება იყო, როგორც არასდროს. იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ შედეგს მიაღწევდნენ, მაგრამ ისინი მეორე ეტაპზეც გადავიდნენ, რაც ძალიან გაუხარდათ. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და ამ რაოდენობის ბავშვი მეორე ეტაპზე პირველად გადავიდა. მივესალმები „ეტალონს“, ნამდვილად არაჩვეულებრივი პროექტია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. „ეტალონი“ ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნავს. მინდა წარმატება ვუსურვო მთელ გუნდს, ჩვენ კი მასში ყოველ წელს ჩავერთვებით.

მანანა ნატმელაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემის სკოლიდან 4 ბავშვი მონაწილეობდა. ტესტირების პროცესმა, შეფერხებების გარეშე, ორგანიზებულად ჩაიარა. ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა უმეტესობა ჩემპიონატში მონაწილეობდა. მათი დაინტერესება მაღალი იყო, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს და ნახეს, თუ რა შეუძლიათ, რა ახსოვდათ. „ეტალონში“ წლებია ვმონაწილეობთ.

გია ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობით ძალიან დაინტერესებული იყვნენ, ჩვენ მე-9 კლასი არ გვყავს, ხოლო მე-8 კლასიდან ყველა მოსწავლე ჩაერთო. ჩემპიონატში მონაწილეობა მათთვის საინტერესოა, რადგან ყველა საგანში უფრო მეტად ვითარდებიან. ტესტებიც რომ სხვადასხვა საკითხზეა მათ მოწონებას ესეც იწვევს. თავად ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობას რაც შეეხება, სკოლაში გაიმართა და ობიექტურად, სამართლიანად მიმდინარეობდა. მოსწავლეები ცალ-ცალკე კომპიუტერთან ისხდნენ და ისე შეასრულეს ტესტები.

სოფიო ლობჯანიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

დიდი ხანია, რაც ჩვენ „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ, ინტელექტ-ჩემპიონატს მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა და ეს დიდი ემოცია პირადად საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. პანდემიამ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე იმოქმედა და ახლაც, რომ გითხრათ, რომ შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე არ არის. პროცესი ნამდვილად ობიექტურად მიმდინარეობდა. „ეტალონში“ მონაწილეობა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეთა მხრიდან თუ უფრო მეტი ჩართულობა იქნება, ეს მათზე დადებითად აისახება.

მედეა რატიანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური და დადებითია. მაღალკლასელთა ასეთი დაინტერესება დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც სტიმულია, რათა შემდეგ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა. ბავშვებს ძალიან უხარია, რომ სიგელები მიიღეს. ჩვენ „ეტალონში“ სისტემატურად ვმონაწილეობთ. გარდა ამისა, izrune.ge-შიც ერთვებიან, რამაც მათ „ეტალონში“ მონაწილეობა კიდევ უფრო გაუადვილა.

ეკა ღოღობერიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება დადებითია. ზოგადად, სწავლების პროცესში მოსწავლეების ტესტირებებში ჩართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია, ისინი, გარკვეულწილად, გამოცდილებას იღებენ.

ასევე იხილეთ:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ამბროლაურელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება