სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კარგი იქნება ცხენოსნობა სკოლებში დაინერგოს“ - ირაკლი ლაკია, სენაკის საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელი
31-05-2022
-
+


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ დღესთან დაკავშირებით სენაკის იპოდრომზე უძველესი კოლხური სპორტის სახეობაში - ცხენბურთში საჩვენებელი შეჯიბრი გაიმართა. როგორც Etaloni.ge-სთან ადგილობრივი საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ლაკიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტისგან არის მზაობა, აღნიშნულ ღონისძიებას ტრადიციული ხასიათი მიეცეს.

ირაკლი ლაკია: „პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „ეტალონს“, რომელიც წლებია, საშვილიშვილო საქმეს ემსახურება და ხელმძღვანელთან, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, უდიდესი წვლილი შეაქვს მომავალი თაობების განათლების საქმეში. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო ცხენოსნობის როლი მოზარდების განვითარებაში, არგუმენტად ისიც კმარა, რომ ცხენზე ჯირითი 80 დაავადებას კურნავს; გარდა ამისა, ცხენებთან ურთიერთობით ბავშვები უამრავ საჭირო უნარს იძენენ და ვისურვებდი, სასკოლო პროგრამაში, თუნდაც არაფორმალური მიმართულებით, სპორტის ეს სახეობა გაჩნდეს... მართალია ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, თუმცა მაინც ვიმედოვნებ, ოდესმე მის განხორციელებას შევძლებთ“.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სენაკს უნიკალური იპოდრომი აქვს, რომლის აღდგენაც სწორედ ირაკლი ლაკიას ოჯახის ათწლიანი შრომის შედეგად მოხდა, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით და ბატონი ირაკლი დღესაც ცდილობს, ცხენოსნობის უძველესი ტრადიცია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, არამცთუ არ დაიკარგოს, არამედ დაიკავოს ღირსეული ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში: „ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან გვაქვს მზაობა, ღონისძიება ყოველ 26 მაისს ჩატარდეს საცხენოსნო ეროვნული სახეობები: ცხენბურთი, ისინდი, მარულა, დოღი... რომელიც კულუტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია; ახლაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი სპორტსმენები, რომელთა ოჯახები იბრძვიან, რომ ჩვენი კოლხური სახეობა არ მიეცეს დავიწყებას; ვეცნობით ისტორიულ წყაროებს და ასე, ნელ-ნელა ვეცდებით, აღვადგინოთ ტრადიციები. 

წლები იპოდრომის ტერიტორია იყო დანაწევრებული; ჩვენმა ოჯახმა იბრძოლა მის დასაბრუნებლად და ეს პროცესი კვლავ გრძელდება - ვცდილობთ, საუკეთესო ბაზა განვავითაროთ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონში.

ასევე გვაქვს სურვილი, დავნერგოთ იპოთერაპიის ცენტრი, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს, არსებობს დიმიტრი წვერავას არაჩვეულებრივი ნაშრომები ამ მიმართულებით და ვცდილობთ იმასაც, გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.

იმედია, მუნიციპალიტეტის ჩართულობით ამ იდეების განხორციელებას შევძლებთ, გვყავს აქტიური ახალგაზრდობა; ბავშვებსაც მიეცემათ ცხენებთან ურთიერთობის ბედნიერება და უძველეს ტრადიციებსაც  შევინარჩუნებთ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება