სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შრომის ანაზღაურებაა 875 ლარი - რა საბუთები უნდა წარადგინოთ
31-05-2022
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს, სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში. რაც შეეხება კონკურსის პირობებსა და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნებს:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურებაა 875 ლარი (დარიცხული).

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი(დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის  განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);

მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;

იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

საბუთების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;

მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;

მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე  მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 31 მაისიდან 2022 წლის 09 ივნისის ჩათვლით.

დეტალური ინფრომაცია იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება