სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაღალი ქულის მისაღებად აბიტურიენტებს რჩევებს ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი აძლევს
27-05-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხემძღვანელ ნანა ლოლაძე აბიტურიენტებს წინასაგამოცდოთ კონკრეტულ რჩევებს სთავაზობს. რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მხატვრული ტექსტის ანალიზისას, ტექსტის რედაქტირებისას, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აპლიკანტები და რა უნდა იცოდნენ, რომ ნაშრომში მაღალი შეფასება დაიმსახურონ.

რას ურჩევდით აბიტურიენტებს, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი?

ნანა ლოლაძე: გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ტესტის ახალი ფორმატი არ მოითხოვს განსხვავებულ მიდგომებს გამოცდისათვის მზადების პროცესში. აბიტურიენტებმა კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მხატვრულ ლიტერატურას. გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ მათ საფუძვლიანად შეისწავლონ და ღრმად გაიაზრონ საპროგრამო ნაწარმოებები. აბიტურიენტს უნდა შეეძლოს საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სწორად გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს. ახალი წერითი დავალება მოითხოვს ტექსტის ანალიზს დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობას. ამდენად, აბიტურიენტები ყურადღებით უნდა გაეცნონ დავალების პირობას, კარგად გაიაზრონ ის და პირობის ადეკვატურად შეასრულონ დავალება. გარდა ამისა, უნდა მოერიდონ ფუჭსიტყვაობას, იმსჯელონ მკაფიოდ და გასაგებად. აუცილებელია გითვალისწინონ, რომ ტექსტის ანალიზის ნაცვლად მისი შინაარსის გადმოცემა ან პერიფრაზი, თუნდაც სრულიად უშეცდომო, დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს.

რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა ტესტზე მუშაობის დროს?

აბიტურიენტებმა მთავარია სწორად გაანაწილონ საგამოცდო დრო, რათა ყველა დავალებაზე სათანადოდ იმუშაონ და მშვიდად შეძლონ პასუხების ფურცელზე მათი გადატანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამსწორებელი მხოლოდ პასუხების ფურცელზე გადატანილ ნამუშევარს ნახულობს და აფასებს. აქვე გვინდა შევახსენოთ აბიტურიენტებს, მართალია ნაშრომის შეფასებისას კალიგრაფიას ყურადღება არ ექცევა, მაგრამ თუ ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელი იქნება, ნაშრომის ის მონაკვეთები ან შესაძლოა მთელი ნაშრომიც არ შეფასდეს. ასევე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ წაკითხულის გააზრების შესამოწმებელ დავალებებზე. აბიტურიენტმა ჯერ ყურადღებით უნდა წაიკითხოს მოცემული ტექსტი, რათა გაიაზროს მისი მთავარი სათქმელი და ავტორის მიზანდასახულობა; ამის შემდეგ გაეცნოს შეკითხვებსა და ასარჩევ პასუხებს, დაუბრუნდეს ტექსტს და თავიდან, დაკვირვებით გაიაზროს ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება. ასარჩევი ოთხი პასუხიდან შესაძლოა ოთხივე პირდაპირ ტექსტიდან იყოს ამოღებული, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი არის კონკრეტული შეკითხვის პასუხი და, ამდენად, სწორი პასუხის მიგნება ტექსტის სიღრმისეულ გაგებასა და დაკვირვებულ ანალიზს მოითხოვს.

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე?

ტექსტის რედაქტირების დავალების შეფასებისას ნათლად ჩანს, რომ აბიტურიენტთა ნაწილი ტექსტის რედაქტირების ნაცვლად მექანიკურად ეძებს და ასწორებს ცალკეულ ფორმებს, რაც განსაკუთრებით გაუმართლებელია სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომებისა და სტილისტური ხარვეზების გასწორებისას. ფორმა, რომელიც შეცდომაა ერთ შემთხვევაში, სხვა კონტექსტში შეიძლება სწორი იყოს, ამიტომ ამ დავალების შესრულებისას ძალზე მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს ტექსტი და შეცდომების გასწორებისას კარგად გაიაზროს კონტექსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რედაქტირებულის ნაცვლად ბუნდოვანი, ფაქტობრივი შეცდომებითა და ხარვეზებით სავსე ტექსტი მიიღოს.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება