სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ამ ლექსებით მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობებიან
08-06-2022
-
+


15 ივნისს მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობებიან. ადამიანს, რომელთან ერთადაც სასკოლო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გადადგეს. ხშირად, სწორედ პირველ მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ადამიანის, როგორც მოსწავლის ცხოვრება. მასწავლებელს შეუძლია მათ სწავლისა და ცოდნის მიღების სურვილი გაუღვივოს.

ბუნებრივია, რომ მათდამი მადლიერებას ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. იწერება ლექსები, სიმღერები და ჩანახატები.

გთავაზობთ ლექსებს, რომლებიც მასწავლებლებს ეძღვნებათ და მეოთხე კლასის მოსწავლეებს პირველი პედაგოგისადმი მადლიერების გამოსახატავად და დასამშვიდობებლად გამოადგებათ.

მასწავლებელი მოდის (მორის ფოცხიშვილი)

მოდის საქართველო ამაყი, ბრძენი
რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს.
თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი
მასწავლებელი წინამძღვრობს ერს.

თენდება დილა საიადონო,
ბოლო ეღება ლოდინს.
ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო,
მასწავლებელი მოდის!..

მასწავლებელს (მარიამ წიკლაური)

იის სურნელით დაფერილ წიგნში
შენ დამიკრიფე პირველი ია.
მასწავლებელო, შენ ისე კარგი, 
ისე ლამაზი სახელი გქვია!

ხარ „დედაენით“ მახარებელი,
ჩვენც გვაზიარებ ქართულის სიბრძნეს.
შენი მადლის და გარჯის წყალობით
გზას ცხოვრებაში სიკეთით ვიგნებთ.

სულს და გონებას რომ გვიმზიანებ
და სიყვარულით გვავსებ პატარებს,
ყველა ბავშვს ისე ესათუთები, 
თითქოს შოთას და ვაჟას ადარებ.

ყურს უგდებ მათი სულის მოძახილს -
იქნებ, ილია ზის მერხთან ისევ?
გჯერა, რომ მხოლოდ ცოდნის სიმართლე,
გამოაბრწყინებს სამშობლოს მზისებრ.

ჩვენს გამოყვანილ „აი ია“-ში
კითხულობ ქვეყნის მომავალ სვე-ბედს,
გსურს, რომ პატარებს ცოდნის სინათლე
ანგელოსივით მფარველად სდევდეს.


ჩვენი მასწავლებელი (ლუარა ჭანტურია)

დედასავით მზრუნველი ხართ,
დედასავით გვევლებით.
სიყვარულით დაგიკრიფე
ეს ფერადი ყვავილები.

ყველა ერთნაირად გიყვართ,
ყველას ერთნაირად უვლით,
ამდენ სითბოს და სიყვარულს
როგორ იტევს თქვენი გული?

სადაც უნდა დავდიოდე
თქვენი სახე ყველგან მახსოვს,
მინდა შრომა და ამაგი
კარგი სწავლით დაგიფასო.

გმადლობთ, მასწავლებელო! (ფრიდონ ხალვაში)

შენ რომ წერა მასწავლე,
შენ რომ კითხვა მასწავლე,
ბედისწერა იმით სულ
ვამთელე და ვამძლავრე.

შენ რომ წიგნი მასწავლე,
შენ რომ სიბრძნე მასწავლე,
არავითარ სხვა განძში
იგი მე არ გავცვალე.

გენდობოდი, გისმენდი,
ჭკვიანსა და მიხვედრილს,
მშობელს თუ ვერ ვეტყოდი,
იმას შენ გაგიმხელდი.

შენ მირჩიე, ვეძებო,
შენ მითხარი, შეძლებო...
ახლაც მინდა მეფერო,
ჩემო მასწავლებელო!

ყველგან მხვდები ყოველდღე,
შენ მიმიკვლევ შორეთებს,
შენ მაკაცებ, მაღმერთებ,
მასაქმებ, მაპოეტებ.

ჟამთა აღმართ-დაღმართზე
ხოხავს ჩემი ურემიც,
ფიქრით, ცრემლით, სიმღერით
მამულს ვემსახურები.

და თუ ოდნავ კარგი ვარ,
თუ უკეთესს შევიძლებ,
ჩემი დღის ფერებიდან
მეფერება შენი მზეც.

ეს ცხოვრება მკაცრია,
სად არ გითხრის ორმოებს,
უსწავლელი გასწავლის
ყბედნი უკეთ ცხოვრობენ.

შენი ასე ლამაზი
შრომა და სიმყუდროვე,
არ ყოფილა არასდროს
მოჩალიჩე, მედროვე.

შენ რწმენით, წმინდანივით
გაჭირვების მზიდავი,
ხშირად თუმცა ღარიბი
ხარ ყველაზე მდიდარი.

შენ ხარ მასწავლებელი,
შენსას არა, არ დათმობ,
ზოგჯერ გული თუ გეწვის,
დაე, გული იწვოდეს, -
გულმა უნდა ანათოს.

იყავ მუდამ ალალი
ღიმილით თუ ტკივილით,
იყავ მუდამ მართალი
პირველ გაკვეთილივით.

გულიანად ბოლომდის
ცოდნის სახლი ააგე,
ქართულ სიტყვის ოქროთი
კვლავაც მომამარაგე.

დღემაღალო, დღეგრძელო,
ყველგან ჩემო მხლებელო,
ამ მადლიან მადლისთვის
გმადლობთ, მასწავლებელო!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება