სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ხარისხი და უფროსის სტატუსი - მოთხოვნები, რომლებიც სკოლებმა უნდა დააკმაყოფილონ
28-06-2022
-
+


სკოლას თუ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რომელიმე საგნის გაძლიერებულად სწავლება სურს, მას ამის უფლება აქვს, თუმცა რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევს.

საჯარო სკოლის შემთხვევაში საგნის გაძლიერებული სწავლების სტატუსი შეიძლება მიენიჭოს სკოლას, რომელსაც აქვს საბაზო ან საშუალო საფეხურები.

რა უნდა გააკეთოს დირექციამ, რომ სკოლას რომელიმე საგნის გაძლიერებულად სწავლების უფლება მიეცეს?

საგნის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მისაღებად საჯარო სკოლამ სამინისტროში უნდა წარადგინოს:

  • სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი გაძლიერებული სწავლების საგნის სასწავლო პროგრამები;
  • სწავლის პროცესში გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია შესაბამისი ადამიანური რესურსის შესახებ; გაძლიერებული სწავლების საგნის მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
  • სამეურვეო საბჭოს თანხმობა;
  • გაძლიერებული სწავლების დანერგვის სამწლიანი გეგმა.

სტატუსის მინიჭებიდან 3 სასწავლო წლის შემდეგ საჯარო სკოლამ სამინისტროს უნდა წარუდგინოს გაძლიერებული სწავლების დანერგვის გეგმის შესრულების ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლისთვის სტატუსის გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას შეუძლია მოითხოვოს როგორც ერთი, ასევე რამდენმე საგნის გაძლიერებულად სწავლების უფლება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება