სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი სასიკვდილო ინტერნეტთამაშშია ჩართული? - კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებს ფსიქოლოგისგან
09-03-2018
-
+


მეათე კლასის მოსწავლე, რომელიც თბილისში, საკუთარი სახლის მე-8 სართულიდან გადახტა, სავარაუდოდ, სახიფათო ინტერნეტთამაშის მორიგე სამიზნე იყო. 16 წლის მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში მკურნალობს.

ბავშვის და, სალომე შონია ამტკიცებს, რომ მოზარდის მერვე სართულიდან გადახტომა, ერთ-ერთ სასიკვდილო ინტერნეტთამაშის უკანასკნელი დავალება იყო.

რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობა სცადა 17 წლის ხელვაჩაურელმა მოზარდმაც, რომელიც ადასტურებს სახიფათო ინტერნეტთამაშში ჩართულობას.

გასულ წელს გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მამაც, რამაზ პავლიაშვილიც, ვარაუდობს, რომ მისი შვილი ინტერნეტთამაშის მსხვერპლია.

2017 წლის მაისში, 12 წლის გოგონა მე-5 სართულიდან გადახტა. თვითმკვლელობის მიზეზი ამ შემთხვევაშიც სახიფათო ინტერნეტთამაშია. როგორც ცნობილია, მოზარდს მანამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი სასიკვდილო ინტერნეტთამაშშია ჩართული და რა უნდა მოიმოქმედოთ? ამ თემაზე ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, გეშტალტთერაპევტი (გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიულ მიდგომაა, რომლის მიზანიც პიროვნების გამთლიანებაა. ამის მისაღწევად გეშტალტთერაპია გონებისა და სხეულის გაერთიანებას ცდილობს) ქეთი მესხიშვილი გვესაუბრა. თუმცა თუ მოზარდში ამ ნიშნებს შენიშნავთ, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სუიციდურ ინტერნეტთამაშს თამაშობს.

- როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათი ბავშვები სუიციდურ თამაშში არიან ჩართულები? რა დამახასიათებელი ნიშნები შეინიშნება ამ დროს ბავშვებში?


- როდესაც ბავშვი ინტერნეტზე ან თამაშზე ხდება დამოკიდებული, მეტად ემოციურია და ადვილად ღიზიანდება. შეიმჩნევა ხოლმე ფიზიკური მოდუნება - ერთგვარი გაბრუების მსგავსი მდგომარეობა, ან პირიქით, შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტი გააქტიურება დაფიქსირდეს. თითქოს სხვა სამყაროში იწყებს ცხოვრებას, ან მის რეალურ სამყაროში გადმოაქვს რაღაც უცხო და მისთვის უჩვეულო ქცევა, რომელიც მანამდე არ შეიმჩნეოდა. შესაძლოა გახდეს მეტად აგრესიული და ჩაკეტილი. ფიქრობს მხოლოდ კომპიუტერთან დროის გატარებაზე, ქვეითდება აკადემიური მოსწრება, ნაკლებად სიამოვნებს რეალური კომუნიკაცია და ურთიერთობები. კარგავენ დროის აღქმას კომპიუტერთან ჯდომის დროს და ნელ-ნელა ხდებიან იზოლირებულები გარემოსგან. არ სიამოვნებთ, როდესაც უფროსი ცდილობს გამოარკვიოს, რას საქმიანობს ის კომპიუტერთან და ბრაზდებიან, როდესაც ართმევენ ელოქტრონულ მოწყობილობებს, რომლითაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა.

- ვინ არიან ამ სახიფათო ინტერნეტთამაშების რისკ-ჯგუფები?

- იქიდან გამომდინარე, რომ კომპიუტერი და სოციალური სამყარო ადამიანს აძლევს იმას, რაც მას რეალურ ცხოვრებაში აკლია, უფრო მოწყვლადები მის მიმართ ხდებიან ისეთი ადამიანები და მოზარდები, რომლებსაც აკლიათ დავდაჯერებულობა, უჭირთ სოციალურ გარემოში ეფექტურად კომუნიკაცია. აქვთ კომპლექსები და აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი, ვისთვისაც გარემოს შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არიან მორცხვები.

- რამდენად მიზანშეწონილია რაიმეს აკრძალვა, შვილის მუდმივი გაკონტორლება? მოგვცემს თუ არა ეს შედეგს?

- აკრძალვა, როგორც წესი, ძალიან არაეფექტურია აღზრდის დროს ისევე, როგორც მუდმივი კონტროლი. მშობელს ბავშვი მუდმივად ყურადღების ქვეშ უნდა ჰყავდეს, მაგრამ ეს ბავშვისაგან შეუმჩნევლად უნდა გააკეთოს. უნდა არსებობდეს კონკრეტული წესები პატარა ასაკიდან, რომელითაც იხელმძღვანელებენ მშობლები და ეს აუცილებელია ბავშის აღზრდის დროს. მშობელი ბავშვისთვის უნდა იყოს მეგობარი, რომელიც დაიმსახურებს შვილისაგან გულახდილობას - ასეთ დროს ბავშვის ქცევის მართვა და არასასურველი შედეგების თავიდან აცილება ბევრად მარტივია. 

- როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი სახიფათო თამაშებისგან? კონკრეტული რეკომენდაციები რომ მისცემთ მშობლებს.

- მაქსიმალურად შეუზღუდონ დრო, რომელსაც ისინი კომპიუტერთან ატარებენ. თუმცა არაა რეკომენდირებული მისი საერთოდ აკრძალვა. სასურველია, თვალი ადევნოს მშობლემა რითაა მისი შვილი დაკავებული კომპიუტერთან ყოფნის დროს, მაგრამ არა ისე, რომ ის ბავშვის პირად სივრცეში შეიჭრას, ამას, როგორც წესი, პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვება ბავშვის მხრიდან. დღის განმავლობაში მშობლეს უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ბავშვთან და დიალოგი, რომელიც საშუალებას მიცემს ბავშვს გახდეს უფრო სოციალური და გულწრფელი მშობლებთან ურთიერთობის დროს და სირთულის შმეთხვევაში ის აუცილებლად უამბობს მას მშობლეს. წრე და გარემო, რომელშიც უწევს ბავშვს ყოფნა უნდა იყოს ჯანმრთელი, დატვირთული სოციალურად აქტიური საქმიანობებით. რაც შეიძლება მეტად დაკავდეს ბავშვი ცოცხალი კომუნიკაციებით, მეტი დრო გაატაროს ჰაერზე, თანატოლებთან და აკეთოს ის, რისგანაც სიამოვნებას იღებს. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად სახლში ტოვებენ ბავშვებს და ურჩევნიათ თუნდაც მეტი დრო გაატარონ კომპიუტერთან იმ მიზეზით, რომ იქ უკეთ აკონტროლებენ ბავშის ქცევას და იცავენ საფრთხისგან, რომელიც ეზოში შეიძლება შეხვდეთ, რაც არასწორია და მეტად საზიანო. მშობელმა უნდა გამოყოს დრო შვილებისთვის, რომ მათი განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ცოცხალი კომუნიკაციის საშუალება მისცეს მათ თანატოლებთან ურთიერთობის სახით. თუკი ისინი თავად, შეძლებისდაგავარდ ჩაებმებიან ამ აქტივობებში ძალიან კარგი იქნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება