სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორების, მასწავლებლებისა და მანდატურებისთვის ტრენინგ-მოდულები შემუშავდა
05-04-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში აორი იშიკავამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა, მოსწავლეებში გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, გენდერული მგრძნობელობის გაზრდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების გაუმჯობესება, სისტემატიზაცია და მონიტორინგი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  გათვალისწინებულია გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის შექმნაც. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)  კუთხით სკოლების მხრიდან ვალდებულების ეფექტიან შესრულებას.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისა და  სკოლის მანდატურებისთვის უკვე შემუშავდა სატრენინგო მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. აღნიშნული მოდულის ფარგლებში იმ მასწავლებლებისა და მანდატურებისთვის, რომლებიც სამომავლოდ კოლეგებს ამავე მიმართულებით გადაამზადებენ, შესაბამისი ტრენინგი უკვე ჩატარდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება