სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი ეწვია
29-03-2022
-
+


28 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი, შეხვდა სტუდენტებს, უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს, კანცლერს მაგდა მაღრაძეს, მენეჯმენტის სკოლის ხელძღვანელს ნათია ზედგინიძეს და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელს რამაზ ბოჭორიშვილს. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ი.ს.ტ., ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“. პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა დელეგაციის წევრებს პროექტის პირველი შედეგები გააცნეს.

“დღეს უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობა. უნივერსიტეტმა მოიპოვა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პირველი გრანტი და სწორედ ამ პროექტის მიმდინარეობის და ჩვენი უნივერსიტეტის გასაცნობად გვეწვია USAID-ის მისიის ხელმძღვანელი. პროექტი, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა,  მიზნად ისახავს კერძო სექტორის გაძლიერებას და საინფორმაციო ტექნოლოგიებში მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. KIU-ს პრიორიტეტი გახლავთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რეგიონული განვითარების ჭრილში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ეს პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ. 

"ეს ინიციატივა გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობებისა და აგრეთვე საშუალო, მცირე და მიკრო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდით. USAID მოხარულია, რომ მხარს უჭერს საქართველოს კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას. თანამშრომლობის მიზანია სტუდენტების უნარ-ჩვევების პროფესიონალურ დონეზე განვითარება, რაც შესაბამისი იქნება საქართველოს ბიზნესის საჭიროებებისთვის - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. 

პროექტის - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ი.ს.ტ.) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური  ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ელექტრონული ვაჭრობის ისეთი ინოვაციური  გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად გახდეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში. შედეგად, საქართველო დაიკავებს წამყვან ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

KIU ამჟამად ახორციელებს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატებას. 

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH და TUM). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.
საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება