სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია წარუდგინოს
29-03-2022
-
+


შემაჯამებელი დავალებები V კლასის მეორე სემესტრში, ასევე VI კლასსა და საბაზო-საშუალო საფეხურზე იგეგმება და მასში განმსაზღვრელი შეფასება იწერება.

თითოეული საგნისათვის სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმითაა დადგენილი. თუმცა სკოლას უფლება აქვს, შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა გაზარდოს.

მოსწავლეები ვალდებულები არიან, ყველა შემაჯამებელი დავალება შეასრულონ. თუ რომელიმე შემაჯამებელს მოსწავლე არ დაესწრება, სკოლამ მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება უნდა მისცეს.

შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვა და შემდეგ შესწორება მასწავლებლებისთვის შრომატევადი საქმიანობაა. ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს ავალდებულებს:

„კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება