სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ღირს სტატუსები - 3 თვეა პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას იღებენ
29-03-2022
-
+


მასწავლებლებს სტატუსის დანამატი იანვრიდან 100 ლარით გაეზარდათ. არსებული ვითარებისა და გაძვირებული ფასების გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანხა - ცალკე საუბრის თემაა.

ფაქტია, პედაგოგები მესამე თვეა მომატებულ ანაზღაურებას იღებენ. სტატუსების მიხედვით კი დანამატი ასეა განსაზღვრული: უფროსი მასწავლებლები, 670 ლარს იღებენ, წამყვანები - 1050-ს, ხოლო მენტორების ანაზღაურება 1350 ლარია.

ეს თანხები გაწერილია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი და სადაც ასევე განსაზღვრულია სპეციალური მასწავლებლების სტატუსების დანამატი.

სტატუსის დანამატის სრული ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრა 670 ლარით, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის - 1050 ლარით.

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში დანამატი 470 ლარია, ორის შემთვევაში - 520, სამი სსსმ მოსწავლის შემთხვევაში - 570 ლარი, ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 620 და ხუთი ან მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 670 ლარი.

„სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1050 ლარს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება