სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაუქმდა თუ არა მასწავლებლების სავალდებულო კოვიდტესტირება? - სამინისტროს პასუხი
25-03-2022
-
+


საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირება ბოლო პერიოდში აღარ ჩატარებულა. პრემიერის გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან PCR ტესტებს სახელმწიფო აღარ აფინანსებს, თუმცა პედაგოგები ამის ნაცვლად კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს უნდა იკეთებდნენ.

მას შემდეგ, რაც სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხასა და ჩატარების წესში ცვლილება შევიდა, etaloni.ge დაინტერესდა, იკეთებენ თუ არა სწრაფ ტესტს პედაგოგები კვირაში ერთხელ? მასწავლებლებმა განგვიცხადეს, რომ სკოლებში სავალდებულო, ყოველკვირეული ტესტირება აღარ ტარდება. კითხვაზე, როდის ჩატარდა ტესტირება სკოლებში ბოლოს, მასწავლებლები გვპასუხობენ, რომ ბოლო 2 კვირაა, რაც მათ არც PCR და არც სწრაფი ტესტი არ გაუკეთებიათ.

პედაგოგების პასუხს ის ფაქტიც ამყარებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო ორი კვირის განმავლობაში სკოლაში არსებულ ეპიდვითარებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია მაშინ, როდესაც კოვიდსტატისტიკა ყოველი კვირის ბოლოს ხდებოდა ცნობილი. 

etaloni.ge დაინტერესდა, არის თუ არა ცვლილება მასწავლებელთა სავალდებულო კოვიდტესტირების წესში და კვლავ გაგრძელდება თუ არა პედაგოგების კოვიდზე შემოწმება კვირაში ერთხელ.

„სავალდებულო კოვიდტესტირების გაუქმებაზე კანონში ცვლილება არ შესულა. მართალია, რომ ბოლო ცვლილებით ორჯერადად აცრილი პედაგოგებისთვის PCR ტესტირება გაუქმდა, თუმცა მასწავლებლებს სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ. ეს ეხება ყველას. ტესტირებაში მონაწილეობა აუცილებელია კოვიდგადატანილი პედაგოგებსისთვისაც, აცრილისთვისაც და აუცრელისთვისაც“, - განგვიცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე.

ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაშიც გადავამოწმეთ. მასწავლებლები კვლავ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში შედიან. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალს 7 დღეში ერთხელ ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტი უნდა უკეთდებოდეს.

იხილეთ ასევე: პედაგოგებს კოვიდტესტის ასაღებად დირექტორის ცნობა დასჭირდებათ - პრემიერის ბრძანება ძალაშია

მასწავლებლებისთვის პისიარ-ტესტები ფასიანი გახდა - პრემიერის ბრძანება ძალაშია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება