სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ბოლო ხანებში ახალგაზრდებისთვის პედაგოგის პროფესია მეტ-ნაკლებად მიმზიდველი გახდა“- სერგო დუმბაძე, მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორი
28-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორ სერგო დუმბაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- ბოლო ხანებში მეტ-ნაკლებად მიმზიდველი გახდა ახლაგაზრდებისთვის პედაგოგის პროფესია. ეს განაპირობა ამ დარგში ხელფასების ზრდამ.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- განათლების სისტემაში პროფესიონალი კადრების დეფიციტი ნამდვილად არის.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- რა თქმა უნდა, მასწავლებელი სანამ სკოლაში შევა გარკვეული წინაპირობა უნდა მოეთხოვებოდეს, მაგრამ მასწავლებელი სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას (ჩამოყალიბდეს) პედაგოგიური სასწავლებლები, საიდანაც მასწავლებლები უფროსის სტატუსით გამოვლენ და შემდეგი დაწინაურება სკოლებში მოხდება.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლების ხარისხი დაბალია. მოსწავლეთა ნაწილი ვერ ერთვება სასწავლო პროცესში ინტერნეტკავშირის ცუდი მუშაობის გამო. ჩვენი რელიეფის პირობებში ინტერნეტი ყველგან ერთნაირად არ მუშაობს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- თანადგომა სხვა სიტუაციებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება