სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია
20-01-2022
-
+


თბილისის N118 საჯარი სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

2 დეკემბერს, სკოლაში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. კომპლექსური დავალების თემა იყო - ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები, საკითხი შუა საუკუნეების საზოგადოება. 

შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება მე-82 კლასის მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა, მაია ვერძეულმა შესთავაზა. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იყო. 

პედაგოგი მაია ვერძეული სკოლის ადმინისტრაციას, კოლეგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას ხდის.

„დიდი მადლობა ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის სკოლის ადმინისტრაციას, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას, პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ კომპეტენტურ ქოუჩს, ბექა კვაჭაძეს, მეგობარ კოლეგებს - ეკა ბირჩაძეს​ა და თამარ თაბუაშვილს, ასევე განსაკუთრებული მადლობა მე-82 კლასის მოსწავლეებს და მშობლებს, რომელთა გარეშე არაფერი გამოვიდოდა. წარმატებები ყველას ვინც ამ პროექტშია ჩართული.

ასევე განსაკუთრებული მადლობა მუსიკის პედაგოგს ხათუნა ბიბილაშვილს გაწეული დახმარებისა და მუსიკალური მხარდაჭერისათვის. ასევე უღრმესი მადლობა კოსტიუმების შერჩევასა და დახმარებაში ქალბატონ ბაბულია ჭეხაშვილს. ხომ ვამბობდი „მეკომფორტულება ეს პროექტი-თქო“,- წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება